logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი შოთაძე: მე არ ვეთანხმები განაჩენს... უტყუარად დადგენილია სარალიძის მკვლელის ვინაობა
ირაკლი შოთაძე: მე არ ვეთანხმები განაჩენს... უტყუარად დადგენილია სარალიძის მკვლელის ვინაობა
16:21 03.08.2018
„ხორავას ქუჩის საქმის“ საგამოძოებო კომისიის სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ ირაკლი შოთაძეს სთხოვა, რომ მცირე ანგარიში წარმოედგინა გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების პროცესზე და გაეკეთებინა დამდგარი შედეგის მიმართ შეფასება.

„უპირველეს ყოვლისა, როგორც თქვენთვის ცნობილია 2016 წლის იანვარში ამოქმედდა ახალი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელმაც ახლებურად დაარეგულირა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და მთლიანად ეს კოდექსი მორგებულია არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებზე. სწორედ ამ კოდექსის შესაბამისად, არასრულწლოვანი პიროვნება ნებისმიერი სისხლისსამართლის საქმეზე ბრალდებულის სტატუსით მოსარგებლე შეიძლება პატიმრობაში იმყოფებოდეს, ანუ მისი პატიმრობის ვადის გაგრძელება არ შეიძლება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიება შეზღუდული იყო ვადაში, რომ მას ეს გამოძიება უნდა დაესრულებინა 30 დღეში ან წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებული განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებულებისათვის უნდა შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სხვა არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით, რაც რა თქმა უნდა დამეთანხმებით, რომ არანაირად არ იქნებოდა შესაბამისობაში აღკვეთი ღონისძიების გამოყენების მიზნებთან. სწორედ ამიტომ, შსს და მისი გამომძიებლები შეზღუდულები იყვნენ ვადაში და ამ ვადის განმავლობაში მე თუ მახსოვრობა არ მღალატობს, ჩატარებულია 600-ზე მეტი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, და ამ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ 2 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრი დევნა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისათვის. ეს საქმე წარიმართა სასამართლოში და ამ პირების მიმართ დამდგარი არის გამამტყუნებელი განაჩენი, ისინი მსჯავრდებულები არიან დღესდღეობით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში რაც არის, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გარკვეული კითხვები დაბადა ამ განაჩენმა, პირველი ინსტანციის განაჩენს გარკვეულ ნაწილში მეც არ ვეთანხმები რა თქმა უნდა, და ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ეს განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, თუმცა მთავარი ის არის, რომ მართლმსაჯულების პროცესი გრძელდება. როგორც თქვენთვის ცნობილია არსებობს სამ-ინსტანციანი სასამართლო განხილვები საქართველოში, შესაბამისად უფრო მაღალი ინსტანციის ორმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე, და იმ ნაწილობრივად გამართლების ნაწილში რამდენად სწორი სამართლებრივად გამართული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გ.ბ-ს ნაწილში, როდესაც მას მოუხსნა დავით სარალიძის მკვლელობა, ამოურიცხა ბრალდებიდან. მე პირადად ამას არ ვეთანხმები, ვინაიდან იმ მტკიცებულებებით, რომელიც გამოძიებამ მოიპოვა და რომელსაც საფუძვლად დაედო ბრალდება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება გ.ბ-დ მხრიდან დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტის ჩადენა. შესაბამისად, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მართლმსაჯულების პროცესი გრძელდება, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებმა უნდა განიხილონ ეს საკითხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება“- განაცხადა შოთაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა