logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: კომისიაზე დაიბარეთ პირები, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები, მიუხედავად იმისა, რომ სია გამოგიგზავნეთ ძალიან დიდი
გიორგი გახარია: კომისიაზე დაიბარეთ პირები, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები, მიუხედავად იმისა, რომ სია გამოგიგზავნეთ ძალიან დიდი
13:57 03.08.2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კომისიის წევრებს კითხვით მიმართა.
გახარიამ სხდომებზე გამოკითხული შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების შესახებ ისაუბრა.
„შეკითხვა მაქვს თქვენთან: კომისიის მუშაობაზე მოახდინა თუ არა გავლენა იმან, რომ საქმის ოფიციალური გამომძიებლებიდან, რომლებიც იყვნენ: ბატონი ფიფია, ბატონი ხუფენია, ბატონი ცაგურია, ბატონი ნათელაშვილი, ბატონი ჟამერაშვილი, თქვენ დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს. ჩამოთვლილი ადამიანები არიან ოფიციალური გამომძიებლები ამ საქმის. თქვენ ამ ადამიანებიდან დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ფიფიას და მოიყვანეთ 2 სხვა გამომძიებელი, რომლებიც სერტიფიცირებულებიც კი არ იყვნენ არასრულეწლოვანთა საქმეების გამოძიებაში. ასე თუ გავაგრძელებთ, შესაძლებელია კომისიის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს მალე.
ჩემი უწყების ტემპერატურას და მდგომარეობას მე როგორმე შევაფასებ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ კომისიას დაასრულებთ და არა ახლა, ასეთი დისკუსიის რეჟიმში.
საქმეს ჰყავს 5 ოფიციალური გამომძიებელი, ამ ხალხიდან ეძახით მხოლოდ და მხოლოდ ერთს და ეძახით კიდევ 2 ადამიანს, რომლებიც გეუბნებიან მთელი დღის განმავლობაში, რომ მე არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით სერტიფიცირებულიც არ ვარ, გამოძიებაში მონაწილეობაც არ მიმიღია, მხოლოდ და მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას ვასრულებდი და ამას არ ისმენდით. ამის შემდგომ სხვებსაც იბარებთ, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ სია გამოგიგზავნეთ ძალიან დიდი, თქვენივე თხოვნით. იმ გამომძიებლებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჰქონდათ 30 დღე, რომ ეს უმძიმესი საქმე გამოეძიებინათ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა