თბილისში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ამ ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 1 აგვისტოს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ იქნა 1979 წელს დაბადებული დ.ჯ.-ს ცხედარი.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში დაზიანება აღენიშნება. დ.ჯ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

















