იტალიაში სამართალდამცველებმა ქალის ცემის ბრალდებით 31 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქალაქ კარპიში, სასტუმროში, სადაც დაზარალებული ქალი მუშაობდა, კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ დაარტყა ქართველმა მამაკაცმა ყოფილ მეგობარ ქალს სახეში მუშტი.
ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

















