logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე რეგისტრაცია დამატებით 100-მდე მსურველმა გაიარა
მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე რეგისტრაცია დამატებით 100-მდე მსურველმა გაიარა
09:48 30.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განაცხადების მიღება დასრულდა.
უწყებამ იმ მსურველებს, რომლებმაც ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია სხვადასხვა მიზეზით ვერ მოახერხეს, შანსი მისცა აღნიშნული პროცედურა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით გაევლოთ. ამ მომსახურებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრში 100-მდე კონკურსანტმა ისარგებლა და უმოკლეს დროში რეგისტრაცია წარმატებით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის 365 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, ჯამში, 3400-ზე მეტი განაცხადი დაფიქსირდა.

შესაფერისი კანდიდატების შესარჩევად მომდევნო ეტაპი განცხადების გადარჩევაა. რის შემდეგაც, მათ უნარ- ჩვევების ტესტი / IQ ტესტირება და გასაუბრება ჩაუტარდებათ.

შერჩეული კანდიდატები მართლწესრიგის ოფიცრის სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაივლიან. აღსანიშნავია, რომ ახალი წესის თანახმად, აკადემიაში მათი სწავლის 3-თვიანი პერიოდი ანაზღაურებადი იქნება.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა რესურსიდან შერჩეული 66 ოფიცერი გადამზადებას პოლიციის აკადემიაში უკვე გადის და მართლწესრიგის პირველი ოფიცრები თბილისის ქუჩებში, კონკრეტულად კი ვაკე-საბურთალოს რაიონებში სექტემბერში გამოჩნდებიან.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედება რეგიონებშიც იგეგმება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა