logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ქუჩაში მომუშავე ბავშვების რაოდენობა საკმაოდ არის შემცირებული
ნათია მეზვრიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ქუჩაში მომუშავე ბავშვების რაოდენობა საკმაოდ არის შემცირებული
15:11 24.07.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, “გაეროს ბავშვთა ფონდის” კვლევის პრეზენტაციას დაესწრო, რის შემდეგაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მეზვრიშვილის თქმით, რამდენიმე კვირის წინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ქუჩაში მომუშავე ბავშვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
„პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ამ კვლევის ჩატარებით შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო დაინტერესებული და ამ კვლების ჩატარებაში იღებდა მონაწილეობას. ჩვენ გვაინტერესებდა ამ მიმართულებით რა გამოწვევების წინაშე იდგა სახელმწიფო, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო. იმისთვის, რომ მოგვეხდინა პრობლემების იდენტიფიცირება და ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიება დაგვეწყო. რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება გამოიკვეთა. ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ როდესაც საქმე ეხება ქუჩაში მომუშავე ბავშვებს, გამოწვევების წინაშე სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას. ამისთვის ვდგამთ საკმაოდ ქმედით ნაბიჯებს. ვაძლიერებთ უწყებებს შორის კოორდინაციას. ამ ქმედითი ნაბიჯების ნათელი დასტურია ბოლო პერიოდში, რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული ის ოპერაცია, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა და რომელიც ბავშვების იძულებით შრომაში ჩართვის პრობლემის მოგვარებისკენ იყო მიმართული. ალბათ შენიშნეთ ამ ოპერაციის შემდეგ ქუჩაში მომუშავე ბავშვების რაოდენობა საკმაოდ არის შემცირებული. ეს არ არის პრობლემა, რომელიც ერთ დღეში მოგვარდება. კოორდინაცია გაზრდილია, საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ პრევენციაზე და რაც მთავარია პოლიცია ამ პრობლემის მოგვარებისთვის არის გააქტიურებული.
კვლევაში რა მოსაზრებაც არის განვითარებული, არ ვეთანხმები. ყოველ შემთხვევაში დღეს ამ პრობლემის წინაშე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დგას. სტატისტიკა და სტატისტიკის მიმართულებით მხოლოდ მუშაობა გამოძიების ხარისხზე ყურადღების მიქცევის გარეშე, ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტი არ არის. შესაბამისად, ეს პრობლემა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობს.
14 წლამდე პირებში დანაშაულის ჩადენა სახელმწიფოსთვის გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, ჩვენ შევისწავლეთ და გარკვეული კითხვები გაჩნდა, იმასთან დაკავშირებით 14 წლამდე პირების უკან ხომ არ დგანან კრიმინალური დაჯგუფებები ან სრულწლოვანები. ეს ასე არ არის, ესენი არიან ძირითადად 14 წელს მიღწეული პირები, 14-იდან 18 წლამდე მოზარდები, რომლებიც 14 წლამდე პირებთან ერთად დანაშაულს ჩადიან და როგორც კი ხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება 14-იდან 18 წლამდე მოზარდებს ვგულისხმობ, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, ტარდება გამოძიება და იწყება ამ მოზარდების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. რაც შეეხება 14 წლამდე პირებს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობთ, ასაკის დაწევა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება 14 წლამდე პირებისთვის არ არის ის ადეკვატური პასუხი, რაც სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს მოზარდებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. შესაბამისად, რეფერირების მექანიზმზე მუშაობა უკვე დასრულებულია იუსტიციის, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროსთან ერთად. უახლოეს დღეებში ეს კანონპროექტის სახეს მიიღებს. გარდა ამისა, სხვა მიმართულებითაც ვმუშაობთ, მათ შორის ადგილობრივი პოლიციის დონეზე და უახლოეს დღეებში ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა გარკვეული პრობლემები დააიდენტიფიცირა კანონის აღსრულების კუთხით, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე გარკვეული პრობლემები, რომლის მოგვარებასაც ვაპირებთ. მაგალითად, მე ვისურვებდი რომ პოლიციას ცოტა უფრო მეტი ბერკეტები ჰქონდეს, რომ ასეთი მოზარდები შესაბამის სერვისებზე უხეშად რომ ვთქვათ „საკუთარი ხელით“ მიიყვანოს და გადაამისამართოს. იმიტომ, რომ ნებაყოფლობით ეს მოზარდები პოლიციას არ ემორჩილებიან, უფრო ქმედითი ბერკეტები თუ ექნება პოლიციას, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს კარგი იქნება. ამ წინადადებას ჩვენ აუცილებლად შესაბამის ორგანოებს უახლოეს დღეებში წარვუდგენთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა