ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, მოზარდმა რომელიც შსს-მ ცრუ
ჩვენების ბრალდებით დააკავა, იცრუა, როდესაც მასთან შეხვედრის ფაქტი უარყო.
მისივე თქმით, მიხეილ კალანდიას კვლავაც მფარველობას უწევენ.
„მიხეილ კალანდიას ისევ და ისევ მფარველობას უწევენ. აქამდეც დასაკავებელი იყო, მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ცრუ ჩვენებები მისცა. რაც შეეხება დღევანდელ დაკავებულ პიროვნებას, არა მარტო ეს პიროვნებაა პასუხისგებაში მისაცემი. პირდაპირ შემიძლია დავადასტურო, რომ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, როდესაც კითხვა დაუსვეს ინციდენტის შემდეგ შეხვდი თუ არა ბატონ ზაზა სარალიძეს, უარყო, რომ არ შევხვედრილვარო,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრუ ჩვენების ბრალდებით ერთი მოზარდი დააკავა.

















