logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: საზოგადოების უფლებაა იცოდეს, არის თუ არა „GWP“ რუსული ინტერესები ქართულ ეკონომიკაში
„ახალგაზრდა ადვოკატები“: საზოგადოების უფლებაა იცოდეს, არის თუ არა „GWP“ რუსული ინტერესები ქართულ ეკონომიკაში
11:45 16.07.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედ“-ს შორის 2008 წლის 14 მაისს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ როგორც საქართველოს მთავრობა, აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის წინასწარი თანხმობის გარეშე, არათუ ხელშეკრულების გასაჯაროებას ახდენს, არამედ წილის ნასყიდობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის დოკუმენტურ გაცემაზე უარს აცხადებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ია გოგნაძის განცხადებით, ორგანიზაციამ შესწავლის ფარგლებში, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყლის მფლობელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის წარმომავლობისა და საქმიანობის მიმოხილვა განახორციელა, რომელიც მოკლებულია გამჭვირვალობას და საჯაროობას და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, არის თუ არა „GWP“ რუსული ინტერესები ქართულ ეკონომიკაში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს წყალმომარაგების სექტორში, რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიის საქართველოში გამოჩენა 2008 წლის მაისიდან, აგვისტოს ომამდე, რამდენიმე თვით ადრე იწყება. მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სწორედ 2008 წლის 14 მაისს „თბილისის წყალი“, „რუსთავწყალკანალი“, „მცხეთაწყალკანალი“ და „საქწყალკანალი“ მიჰყიდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს „მალთიფლექს ენერჯი ლიმიტედს“. დადებული დღემდე გასაიდუმლოებული ხელშეკრულების წილის ნასყიდობის საფასურმა შეადგინა, მთლიანობაში 80 011 208 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. კომპანიის გენერალური დირექტორი გახდა რუსეთის მოქალაქე იური ლესი. ამასთან, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ შპს „მალთიფლექს ენერჯი ლიმიტედის“ სამი დირექტორიდან, მიხაილ ტუზოვი და ვლადიმერ კოზინი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან. მიხაილ ტუზოვი სხვადასხვა დროს რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიაში მუშაობდა, ხოლო „GWP“-ის წარმოების ყოფილი დირექტორი, ალექსეი ფლოროვი დირექტორის მოადგილედ საქმიანობდა შპს „როსვოდოკანალში“. დადენილია, რომ „GWP“-ის სახელწოდებით კომპანია 2009 წლიდან ოპერირებს, ხოლო კომპანიის მესაკუთრეს „მალტიფლექს ენერჯი ლიმიტედსაც“ 2009 წელს შეეცვალა სახელწოდება და გახდა „ჯორჯიან გლობალ უთილითი“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ რუსული წარმომავლობის კომპანია „GWP - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2014 წელს შეიძინა ს.ს. „საქართველოს ბანკმა“. ერთი ინფორმაციით, ბანკმა კომპანიის წილში გადაიხადა 152 მლნ ლარი, მეორე ვერსიით კი - 287 მლნ ლარი. 2015 წელს ფუძნდება საინვესტიციო კომპანია „ბიჯეო ჯგუფი“, რომელიც უკვე აერთიანებს ს.ს. „საქართველოს ბანკს“, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს, სამშენებლო, ღვინის კომპანიებს, საფთიაქო ქსელს და სხვა მსხვილ კორპორაციებს. „ბიჯეო ჯგუფის“ შემადგენლობაში აღმოჩნდა „GWP - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „მცხეთის წყალი”, „რუსთავის წყალი”, „საგურამოჰესი”, „ჟინვალჰესი” და „ბოდორნაჰესი”. მოგვიანებით, „ბიჯეო ჯგუფს“ ეწოდა „საქართველოს კაპიტალი“.

ორგანიზაცია, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მოუწოდებს „GWP - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანხმობა გასცეს 2008 წლის მაისში წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჯაროებაზე, ვინაიდან გაურკვეველი, გაუგებარი და ვარაუდებითაა მოცული, არის თუ არა კომპანია „GWP - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მისი სახეცვლილი მენეჯმენტის მიუხედავად, კვლავ კავშირში რუსულ ინტერესებთან საქართველოს ეკონომიკაში. აღნიშნული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განიმარტოს და საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს იმის გათვალისწინებით, თუ ვინ წარმოადგენს კომპანია „GWP - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დღევანდელი დირექტორატის წევრებს და რა ბიოგრაფიული კავშირები იკვეთება რუსულ კომპანიებში საქმიანობაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, უკვე არაერთ თავის განცხადებაში აცხადებს, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არაკეთილსინდისიერი კომპანიაა, რომელიც არღვევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებას, რომლითაც დადგენილია სასმელი წყლის მიწოდებისა და მომხარების წესები. შეუსაბამო და გაზრდილი ფინანსური დარიცხვით ხდება სასმელი წყლის ღირებულების დაანგარიშება. ირღვევა საჯარიმო აქტების შედგენის წესი. კომპანიას გადაწყვეტილებები გამოაქვს მხარეთა ადმინისტარციულ სხდომებზე მოწვევისა და დასწრების გარეშე. იურიდიული პირების დაჯარიმების შემთხვევაში კი, ადგილი აქვს საოფისე ფართებში უკანონო ვიდეო-გადაღებას, სადაც საჯარო ხასიათს იძენს პერსონალური და კომერციული ხასიათის ინფორმაცია.

„ახალგაზრდა ადვოკტების“ შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის განვითარების მიმართულებით ხედვები და მიდგომები მაღალ სტანდარტებთანაა დაკავშირებული, მიუღებელია ქალაქის მოსახლეობას ემსახურებოდეს და წყალმომარაგებას უზუნველყოფდეს კომპანია, რომლის საქმიანობაც მოსახლეობაში შეფასებულია არაკეთილსინდისიერი ქმედებებით. სულ მცირე კომპანიას დედაქალაქის მთავრობამ მომხმარებლებთან ურთიერთობაში, უნდა მოსთხოვოს მინიმალური სტანდარტების დაცვა, ვინაიდან კომპანიას სწორედ ადგილობრივი მთავრობის მიერ აქვს დელეგირებული საჯარო უფლებამოსილება. ამდენად, კომპანია პირდაპირ და უხეშად, სისტემატურად არღვევს მომხმარებელთა უფლებებს, რაც თავის მხრივ სათანადო ყურადღებას მოითხოვს. დღემდე საკითხზე უფლებამოსილი უწყებების მიერ ქმედითი რეაგირება არ განხორციელებულა. ვინაიდან კომპანია თბილისში, წყლის მიწოდების კუთხით, წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას, დაუშვებელია მისი საქმიანობა გახდეს უკონტროლო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა