logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მომავალი მართლწესრიგის ოფიცრებისთვის ღია კარის დღე მოაწყო
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მომავალი მართლწესრიგის ოფიცრებისთვის ღია კარის დღე მოაწყო
11:43 16.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომავალი მართლწესრიგის ოფიცრებისათვის ღია კარის დღე გაიმართა, სადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ უწყების წარმომადგენლებს პირადად გასაუბრებოდნენ. მათგან უშუალო კომუნიკაციის გზით, მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობისა და ფუნქციების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ღია კარის დღეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუმრებს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, მისი ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხის -
www.officer.ge-ს საშუალებით მიმდინარეობს. აღნიშნულ ვებგვერდზე მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია. კანდიდატებისთვის აუცილებელი მოთხოვნა არის უმაღლესი განათლება, ხოლო განცხადებების მიღების ბოლო ვადა - 25 ივლისია.
ამ ეტაპზე, მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად, განაცხადი 2000 ზე მეტ კანდიდატს აქვს შევსებული.
შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც, ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით, მთელი თბილისის მასშტაბით. პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, იგეგმება ინსტიტუტის შემდგომი გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც.
მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც საზოგადოების ჩართულობა აუცილებელია. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცერი იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და გაღრმავდეს ნდობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, არა მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და სწორედ ამ მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა.
ვაკანსიის გამოცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია ამ პოზიციაზე მოიზიდოს, მოტივირებული და კვალიფიციური ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა