logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სუს-ის უფროსის მოადგილემ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გახსნა
სუს-ის უფროსის მოადგილემ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გახსნა
12:31 14.07.2018
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეოთხე სხდომა გაიმართა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა.

უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე წევრმა უწყებებმა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ბოლო ერთი წლის (2017-201 ანგარიში წარადგინეს.

სხდომაზე განიხილეს ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული კოორდინაცია. მოწვეულმა სტუმრებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებისა და ამოცანების კუთხით მიღწეულ იმ პროგრესს, რაც საბჭოში შემავალი უწყებების ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

საბჭოს წევრი უწყებების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს 2017 წლის ნოემბერში, საბჭოს ეგიდით ჩატარებული დონორთა საკოორდინაციო შეხვედრის შედეგების შესახებ და ხაზი გაუსვეს მსგავსი ღონისძიებების გარკვეული პერიოდულობით ჩატარების აუცილებლობას ქვეყანაში ქბრბ უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე შალვა ხუციშვილმა და საბჭოს წევრი უწყებების (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების) წარმომადგენლებმა.

სხდომას ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციის, „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის“ რეგიონული სამდივნოსა და გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და სამართლის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. შეფასდა და შეჯამდა მიმდინარე წლის ღონისძიებები, 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დარჩენილი და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იყო საუბარი. გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც მონაწილეობდნენ როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორები, ასევე საბჭოს წევრი ქართველი წარმომადგენლებიც. შესაბამისად გაჟღერდა ძალიან საინტერესო ინიციატივები, მათ შორის საკანონმდებლო მიმართულებით, რომელთა განხორციელებაც აუცილებლად ეფექტურს გახდის საერთო ძალისხმევასა და ბრძოლას ამ საფრთხეების წინააღმდეგ“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, როგორც საბჭოს თავმჯდომარე უწყებამ, გასწია შესანიშნავი სამუშაო, უზრუნველყო შესაბამისი უწყებების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობა ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სამოქმედო გეგმა შესრულდეს ეფექტურად. ეროვნული სამოქმედო გეგმა არ არის მხოლოდ თაროზე შემოდებული დოკუმენტი, არამედ ის არის ცოცხალი დოკუმენტი და ამ მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრიბუცია არის ფასდაუდებელი“, - განაცხადა გაეროს დანაშაულის და მართლმსაჯულების რეგიონთაშორისი კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა ფრანჩესკო მიორინიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა