logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: შავი ზღვის უსაფრთხოება გახლავთ ის მიმართულება, სადაც ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება გახდეს უფრო პრაქტიკული
გიორგი გახარია: შავი ზღვის უსაფრთხოება გახლავთ ის მიმართულება, სადაც ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება გახდეს უფრო პრაქტიკული
12:26 13.07.2018
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, სამინისტროში დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით „ნატოსთან“ ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა .
„კიდევ ერთი მომენტი რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო და რაზეც ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია ეს გახლავთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც გახლავთ სანაპირო დაცვა. სანაპირო დაცვა დღეს, განსაკუთრებით ნატოს ბოლო სამიტის კონტექსტში, იძენს განსაკუთრებულ დატვირთვას. მოგეხსენებათ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება გახლავთ ის მიმართულება სადაც ნატოს და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება გახდეს უფრო პრაქტიკული და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სანაპირო დაცვის მიმართულება მაქსიმუმს გააკეთებს, რამეთუ პრაქტიკულ ჭრილში გადავიყვანოთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. რამეთუ გავზარდოთ როგორც ჩენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხი, ასევე გავზარდოთ ჩვენი თანამშრომლების კომპეტენციაც. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს არ გააჩნია სამხედრო საზღვაო ძალები და ამ მიმართულებით ნატოს პარტნიორად გვევლინება სანაპირო დაცვის სამსახური, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გაკეთებული. ისეთი თანამშრომლობის ხარისხი როგორიც დღეს გვაქვს აქამდე არ ყოფილა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აქ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
მოგეხსენებათ რომ ნატო დღეის მდგომარეობით ახორციელებს ხმელთა შუა ზღვაში - „ზღვის მცველის„ ოპერაციას რომელშიც სანაპირო დაცვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს მონაწილეობის მიღებას. ამისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადადგმულია. ჩვენი მიზანია ამ აბორდაჟის ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლების ოთხწლიანი გეგმიდან ორი წელზე გადავიდეთ. ფოთის აბორდაჟის ჯგუფმა უკვე მიიღო პირველი სერტიფიცირება და 2019 წლის დასაწყისში იგივეს ველოდებით ბათუმის აბორდაჟის ჯგუფიდან. ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით არის ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, განსაკუთრებით ინვესტიციების ნაწილში, განსაკუთრებით პერსონალის ამაღლების ნაწილში. ასევე მინდა მოგახსენოთ რომ განსაკუთრებულ როლს ასრულებს ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი როგორიც არის „ჯეიმოკი“ - ინფორმაციის გაცვლის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც ჩენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით შეიქმნა და რომელიც ეხლა აწყობს კომუნიკაციას ნატოს სანაოსნო ცენტრთან, რათა უფრო ეფექტურად გავცვალოთ ინფორმაცია. წელს, წლის ბოლომდე ჩვენ გვეყოლება საქართველოს აილენდის კლასის 2 გემი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო სრულფასოვნად მივიღოთ როგორც ნატოს წვრთნებში ხმელთაშუა ზღვაში მონაწილეობა ასევე უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჩვენი სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა