logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გამონაბოლქვის შესახებ საპატრულო პოლიციაში მიღებულ შეტყობინებებზე შსს განცხადებას ავრცელებს
გამონაბოლქვის შესახებ საპატრულო პოლიციაში მიღებულ შეტყობინებებზე შსს განცხადებას ავრცელებს
12:18 12.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის არსებობის შესახებ შეტყობინებების მიღებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში.
შსს-ს განცხადებით, საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება.


„2005 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოქმედებს კანონით განსაზღვრული ნორმა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების პრევენციას. აღნიშნული მუხლი მოიცავს ისეთ დებულებებს, რომელთა დარღვევის აღმოჩენა პრაქტიკული თვალსაზრისით საპატრულო ეკიპაჟების მიერ შეუძლებელია (მაგ: გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, თვითნებურად გადაკეთებული ან შეცვლილი კონსტრუქცია და ა.შ.), რადგან ამ ტიპის გაუმართაობების აღმოჩენა შესაბამისი სპეციალისტების მიერ კვალიფიციურ ცოდნას და აღჭურვილობას საჭიროებს.

შესაბამისად, აღნიშნული დარღვევები უნდა გამოვლინდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების შედეგად. სწორედ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება არის ერთ-ერთი ის უმთავრესი წინაპირობა, რამაც ქვეყანაში გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა უნდა უზრუნველყოს.

საპატრულო პოლიციის მიერ კი დაჯარიმდებიან ის მძღოლები, რომლებიც თავს აარიდებენ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას ან გადაადგილდებიან იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები.

შესაბამისად, საპატრულო პოლიციის მიერ ნორმის ადმინისტრირების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან, მანამდე, არ არსებობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობის დამადასტურებელი მართლზომიერი საფუძველი.

საპატრულო პოლიცია უკვე ახდენს იმ კატეგორიის ავტომობილების გადამოწმებას და დაჯარიმებას, რომლებზეც ვრცელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება.

2019 წლის 1 იანვრიდან, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებულია ამ მიმართულებით გაიზარდოს აღსრულების ეფექტიანობა. კერძოდ, სამინისტროში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც არ გაუვლიათ კანონით სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ჭკვიანი ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მიერ იქნას აღმოჩენილი“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა