მცხეთის სასამართლომ ამერიკელი ტურისტების, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს, 19 წლის
მალხაზ კობაურს აღმკვთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
კობაური დანაშაულს არ აღიარებს.
როგორც ბრალდებული აცხადებს, სმიტები უცხოელმა მამაკაცებმა მოკლეს, რომლებიც მას დაემუქრნენ.
„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამისშვილებს დაგიხოცავთო“- განაცხადა კობაურმა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი შვილი რამდენიმე დღის წინ დაიკარგა, რის შემდეგაც ქალი და მამაკაცი გარდაცვლილები მეორე დღესვე იპოვეს, 4 წლის ბიჭის ცხედარს კი მოგვიანებით მიაკვლიეს. 19 წლის მწყემსი ცხელ კვალზე დააკავეს.

















