logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ფიფია: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია ყველა შესაბამისიი ექსპერტიზა
ირაკლი ფიფია: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია ყველა შესაბამისიი ექსპერტიზა
12:30 07.07.2018
„საქმეზე დაინიშნა სასამმართლო-საედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც უნდა გაერკვია სიკვდილის უშუალო მიზეზები. ასევე, რამდენი ჭრილობა ჰქონდა, რომელი ჭრილობა რა ხარისხის იყო და ამ ჭრილობის ზომები. აღნიშნულის შემდეგ, როგორც კი მივიღეთ აღნიშნული სამედიცინო დასკვნა, ჩვენს მიერ დაინიშნა კომისიური ტრასოლოგიური ექსპერტიზა და მიეცა კონკრეტული დავალებები, კითხვები ექსპერტებს, რომ გაერკვიათ რომელი ჭრილობა რომელი დანით იყო მიყენებული. ასევე, წარედგინათ აღნიშნული დანები, როგორც თქვენთვისაა ცნობილი, საქმეში ორი დანაა ამოღებული. ემთხვეოდა თუ არა ჭრილობის სიგრძეს, სიგანეს. ასევე, გაიგზავნა ორივე მიცვალებულის ტანსაცმელი ექსპერტიზაზე და მოხდა ამათი შედარება. ზუსტად ეს განსაზღვრავს იმას, რამდენი საგნით შეიძლება იყოს მიყენებული ჭრილობა.
სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის ის, რომ დაწეროს და მიმოიხილოს რამდენი იარაღი არის საქმეში. ექსპერტი განგვისაზღვრავს ჭრილობათა რაოდენობას, ჭრილობათა სირღმეს, ჭრილობის მიმართულებას, ჭრილობის სიგანეს - გვიწერს მილიმეტრული სიზუსტით. ასევე, გვიწერს, თუ რომელი ჭრილობა არის სასიკვდილო, რომელი ჭრილობა არის შემავალი, რომელი ჭრილობა არ არის შემავალი და რა დონის დაზიანება მიიღო - სწორედ ეს არის სამედიცინო ექსპერტის კომპეტენცია. სამედიცინო ექსპერტმა უნდა განგვისაზღვროს ზემოთ აღნიშნული საკითხები. როგორ უნდა დაგვიწეროს ექსპერტმა რამდენი დანით არის მიყენებული?
სწორედ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დაინიშნა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ექსპერტიზა. მილიმეტრული სიზუსტით არის გაზომილი ყველა ჭრილობა, როგორც სხეულზე, ასევე ტანსაცმელზე. ასევე, შედარებულია ორივე დანას.
რაც შეეხება დავით სარალიძის სხეულზე არსებულ ჭრილობებს კონკრეული დანით, გამოირიცხა, 5 ჭრილობა რომ არ შეიძლებოდა მიყენებული ყოფილიყო. მეორე დანით არ გამოირიცხა არცერთი ჭრილობა. ასევე, ლევან დადუნაშვილის სხეულზე 2 ჭრილობა გამოირიცხა შემთხვევის ადგილიდან, დათვალიერებისას ამოღებული დანით და არ გამოირიცხა საგამოძიებო ესპერიმენტისას ამოღებული გ.ბ.-ს დანით.
თქვენ მოიწვევთ კომპეტენტური ექსპერტს და დაუსვით ეს კითხვა, რამდენი დანით და რამდენი იარაღით არის შესაძლებელი მიყენებული იქნას ეს დაზიანებები. სხვა დანარჩენ კითხვაზე, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“-აცხადებს ირაკლი ფიფია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა