logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: პროკურატურა კომპანია „მეტალინვესტის“ დაზარალებულად ცნობას შესაძლოა, ბანკის და საჯარო რეესტრის ფაქტორებით არ ახდენდეს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: პროკურატურა კომპანია „მეტალინვესტის“ დაზარალებულად ცნობას შესაძლოა, ბანკის და საჯარო რეესტრის ფაქტორებით არ ახდენდეს
14:46 06.07.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კიდევ ერთი მსხვილი ქართული ბიზნეს-კომპანია „მეტალინვესტის“ გაკოტრების საქმეზე მოკვლევის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ბიზნესის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საკითხზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები ეფექტიანი არ არის და კომპანიის დაზარალებულად ცნობის წინაპირობების მიუხედავად, არ ხდებოდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს და მოითხოვს, დაჩაქრდეს შპს „მეტალინვესტისა“ და მისი დირექტორის, მურთაზ უგულავას მიერ წარმოდგენილი განცხადებების, მასზედ თანდართული მტკციებულებებისა და მასალების დროული შესწავლა, კომპანია საგამოძიებო უწყების მხრიდან დაზარალებულად იქნეს ცნობილი. ორგანიზაციამ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ს.ს. „საქართველოს ბანკი“ „მეტალინვესტის“ გაკოტრების საქმეში მთავარი ფიგურანტია. დადგენილია, რომ ს.ს. „საქართველოს ბანკსა“ და შპს „მეტალინვესტს“ შორის 2010 წლის 7 აპრილს დაიდო წინარე და ნასყიდობის ხელშეკრულებები, თუმცა კომპანიის მაშინდელი დირექტორი უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა კომპანიის უძრავი ქონებების გასხვისება. ამის შესაძლებლობას კომპანიის მაშინდელ დირექტორს არ აძლევდა სპეციალური შეზღუდვა. კერძოდ, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, მაშინდელ დირექტორს საზოგადოების წესდების ჩანაწერის თანახმად, გააჩნდა ხელმძღვანელობაზე შეზღუდული უფლებამოისლება და ქონებების გასვისება აკრძალული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ს.ს. „საქართველოს ბანკმა“ კომპანიის ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია მაინც განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით, 2012 წლის ივნისში.

ორგანიზაციის შეფასებით, „მეტალინვესტის“ საქმეში, სავარაუდო დანაშაულის ნიშნები მდგომარეობს იმაში, რომ ს.ს. „საქართველოს ბანკის“ შესაბამისმა თანამდებობის პირებმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს უთარიღო, სანოტარო წესით დაუმოწმებელი კომპანიის ე.წ. „წესდება“, სადაც შეცვლილი იქნა ქონების გასხვისების შეზღუდვის შესახებ მანამდე არსებული ჩანაწერის რედაქცია ისეთი ფორმით, რომ მისი ხელმძღვანელისგან, თითქოსდა საზოგადოების ქონების გასვისება არ იზღუდებოდა. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ს.ს. „საქართველოს ბანკს“ დაუმტკიცა სადავო ქონებები, ხოლო მოგვიანებით, კომპანიის მიმართვის გარეშე, მოახდინა წესდებით განსაზღვრული შეზღუდვის თვითნებური გაუქმება. დღემდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტო არ ახდენს კომპანიის არაიურიდიული ძალის მქონე წესდების მონაცემთა ბაზიდან ამოღებას, რაც ცალკე შეშფოთების საგანია.

ორგანიზაციის შეფასებით, წლების მანძილზე, კომპანიის დირექტორის არაერთი მიმართვის მიუხედავად, „მეტალინვესტი“ არც დაზარალებულადაა ცნობილი და არც საგამოძიებო მოქმედებების შესახებაა ცნობილი. აღნიშნული აჩენს ლეგიტიმურ ეჭვებს ს.ს. „საქართველოს ბანკის“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ლოიალური დამოკიდებულების ნიშნებზე, რაც მიუთითებს შერჩევითი სამართლის განხორციელების სახიფათო ტენდენციებზე. სსიპ ლევან სამსახრაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 19 ივნისის დასკვნის მიხედვით, ვინაიდან შპს „მეტალინვესტს“ არ გააჩნდა დაფინანსების წყარო,ხოლო მისი აქტივების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი სრულად მიემართებოდა სასესხო ვალდებულებების დასაფარად, კომპანია ვეღარ ღებულობდა მოგებას, კომპანიამ 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით პერიოდში, მისი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო მიეღო საორიენტაციოდ 4 935 468,92 (4*1233867,23) ლარის მოგება. გამოძიების გაჭიანურებაც, შესაძლებელია, ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მიმართ, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ კომპანიის სამომავლოდ წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის არიდება იყოს და საგამოძიებო ორგანომ ხანდაზმულობის ვადების გასვლის შემდეგ, საქმეზე სამართალწარმოება შეწყვიტოს.

ცნობისთვის: კომპანია „მეტალინვესტი“ დაფუძნდა 2006 წელს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა სამშენებლო არმატურით და სხვა სამშენებლო მასალებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა. დადგენილია, რომ 2008 წლის სექტემბერში, სს „საქართველოს ბანკმა“ სესხებზე შპს „მეტალინვესტს“ საპროცენტო წლიური სარგებელი 14%-დან 18%-მდე გაუზარდა. 2009 წელს, ბანკმა უარი განაცხადა კომპანიის დაფინანსებაზე და სესხის დაფარვის მიზნით გადავიდა კომპანიის საბრუნავი საშუალებების რეალიზაციაზე, რამაც მისი ფაქტობრივი გაკოტრება გამოიწვია. აღნიშნულს ხელი შეუწყო ს.ს. „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, შპს „,მეტალინვესტში“ დაინიშნა დროებითი ზედამხედველი კონტროლიორის სახით. შედეგების გათვალისწინებით, ბანკმა კომპანიისა და მისი დირექტორის სახელზე რიცხული, იპოთეკით უზრუნველყოფილი მრავალი მილიონის უძრავი ქონება დაისაკუთრა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე ახალი კვლევის შედეგებს 2018 წლის ივლისში გამოაქვეყნებს. კვლევა აღმასრულებელ, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას გადაეცემა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა