თბილისში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს.
შემთხვევა წუხელ მოხდა.
გოგოჭურს ჭრილობები ქვედა კიდურებზე აქვს მიყენებული. ის სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
„ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება ორივე ბარძაყის შუა მესამედში გამჭოლი და ასევე წვივის მესამედში, ისიც გამჭოლი. ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ბრიგადების მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება“-აცხადებს ტრავმატოლოგი ვაჟა კახნიძე.
დამნაშავის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

















