logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გამომძიებელი: რადგან გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო, კამერების ჩანაწერების ამოღება არ მოხდა
გამომძიებელი: რადგან გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო, კამერების ჩანაწერების ამოღება არ მოხდა
18:11 03.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას განცხადებით, კამერების ჩანაწერების გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოღება არ მოხდა, რადგან გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო, ჩანაწერებს საფრთხე არ ემუქრებოდა .
ამის შესახებ ფიფიამ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ უშუალოდ შემთხვევის ადგილს – ფარდულს ან მის მიმდებარე ეზოს ვგულისხმობ, ხორავას ქუჩის N4-ის ეზოში არც ერთი ვიდეოკამერა არ არის დამონტაჟებული. შესაბამისად, ცნობების მიღება ვერ ხერხდება ვიდეოდან გამომდინარე.

ამის შემდეგ, ხელმძღვანელობის მიერ იქმნება ჯგუფი – ოპერატიული ჯგუფი და ამ ჯგუფის წევრებს აქვთ ასეთი კონკრეტული დავალება, უნდა ნახონ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არის თუ არა ვიდეოკამერები, ეს ვიდეოკამერები ახორციელებენ თუ არა ჩაწერას, დადებით შემთხვევაში რამდენი ხანი ინახება, რომელი სერვერიდან შეიძლება მისი ამოღება და ასევე, შეძლებისდაგვარად, დაადგინონ ამ კამერების ჩანაწერებზე თუ რა ინფორმაცია არის ასახული.

ზუსტადაც ამ დავალების შესაბამისად გარკვეული იქნა, თუ რამდენი კამერა იყო შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა რადიუსით ხდებოდა ამ კამერების ჩანაწერების, არეალს ვგულისხმობ, რა არეალს უყურებს ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რაც გაირკვა, იყო ის, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების ჩანაწერები ინახებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩენ დავდექით ასეთი მოცემულობის წინაშე, როგორც აღვნიშნე, პირდაპირ იქ კამერა არ გვაქვს, სადაც უშუალოდ დაჭრის და მკვლელობის ფაქტი ხდება, გვაქვს მიმდებარე ტერიტორიები, რომლის ჩანაწერებიც ინახება რამდენიმე დღის განმავლობაში, ანუ არ გვაქვს იმის საფრთხე, რომ კამერა წაიშალოს სამ საათში, პირობითად ვამბობ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ ხდება ვიდეოკამერების ჩანაწერების გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოღება და რატომ. გადაუდებელი აუცილებლობა არ გვაქვს, ვინაიდან კამერების ჩანაწერებს არ ემუქრება საფრთხე და მის გადამალვას ან განადგურებას, ვინაიდან ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ამას ამოვიღებდით გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, იყო დიდი რისკი იმისა, რომ სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა ეს შუამდგომლობა გამოთხოვის კანონიერების შესახებ და შეიძლებოდა გამხდარიყო დაუშვებელი მტკიცებულება. აღნიშნულის გამო, ჩვენ არ წავედით ამ რისკზე, დავკარგავდით ამ ინფორმაციას“ – განაცხადა ფიფიამ.

მისივე თქმით, მოხდა გამოკითხვა იმ ობიექტების მეპატრონეების, ასევე იმ პირების, ვისაც უშუალოდ შემხებლობა ქონდა ამ კამერების ჩანაწერებთან, რომლის საფუძველზეც დადგინდა გარემოებები.

„ასევე, აღნიშნულის შემდეგ, პროკურორის მიერ მოხდა შუამდგომლობით მიმართვა სასამართლოსთვის, ავიღეთ შესაბამისი განჩინებები და სწორედ ამ განჩინების საფუძველზე მოხდა ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვა, მაგრამ ეს ისე არ უნდა აღვიქვათ და ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ამდენი დღის განმავლობაში ვიყავით გულ-ხელ დაკრეფილი და არ გვაინტერესებდა, რა ხდებოდა ამ კამერებზე. როგორც მოგახსენეთ, ხელმძღვანელობის მიერ მიეცა ოპერატიულ ჯგუფს კონკრეტული დავალებები და მოძიებულ იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იყო აღბეჭდილი მოცემულ ვიდეოჩანაწერებზე“, – განაცხადა ფიფიამ.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა