logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გამომძიებელი: ერთადერთი პირი, ვინც გ.მ -ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას, დაკავების შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა
გამომძიებელი: ერთადერთი პირი, ვინც გ.მ -ს დაჭრის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას, დაკავების შემდგომ გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობდა
17:31 03.07.2018
გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას განცხადებით, არასრულწლოვანი გ.ბ ერთადერთი იყო, ვინც გამოძიებას გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას აწვდიდა, თუმცა ფიფიას თქმითვე, მას შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოათავსეს, გამოძიებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
ამის შესახებ ფიფიამ ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„გ.ბ, მას შემდეგ, რაც მას წაეყენა ბრალდება, მოთავსებულ იქნა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში, უარი განაცხადა ყველანაირ თანამშრომლობაზე, პირადად მე ვარ ნამყოფი სასჯელაღსრულების 38 დაწესებულებაში და მისი გამოკითხვის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზნით, ასევე დარწმუნებული ვარ, გაცნობილი ხართ საქმეს და დევს შესაბამისი ოქმები, იგი უარს აცხადებს როგორც გამოკითხვაზე, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მიღებაზე, როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პირი,რომელიც გ.მ.- ს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვაწვდიდა ინფორმაციას, ეს იყო გ.ბ., რომლისგანაც ვერანაირი დამატებითი ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა.

დაინიშნა საქმეზე კომისიური სამედიცინო ექსპერტიზა, აღნიშნულ ექსპერტიზას დაესვა შემდეგი სახის შეკითხვები, რა საგნით შეიძლება ყოფილიყო მიყენებული ეს დაზიანებები და ასევე საქმეზე ამოღებული ორი ნივთმტკიცება - დანა, გადაეგზავნა საექსპერტო დაწესებულებას, რათა მომხდარიყო ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებასთან შედარება. ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა მოვიდა ივნისის თვეში, აღნიშნული დასკვნით არ გამოირიცხება, რომ აღნიშნული ჭრილობა შეიძლება მიყენებული იყოს წარმოდგენილი ორივე დანით, ან მსგავსი კონსტრუქციისა და ნიშანთვისებების მქონე საგნით.

ძნელი სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ ვართ გამომძიებლები და არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებებით, ვსაუბრობთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ექსპერტიზის დასკვნებით და მოწმეთა ჩვენებებიდან მიღებული ინფორმაციით, შესაბამისად, ვერც ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, ვერც ვერაფერს ვერ დავადასტურებთ, სანამ ამის საშუალებას არ მოგვცემს კონკრეტული მტიცებულებები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავის მეგობრებს დაეჭრათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით გრძელდება გამოძება, მიღებულია ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გადაეგზავნა მწარმოებელ ორგანს“- განაცხადა ფიფიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა