logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირს პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ნათია მეზვრიშვილი: შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირს პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება
15:33 03.07.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიახლეების, ასევე ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

სხდომის შემდეგ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„დღეს რამდენიმე მიმართულებაზე ვისაუბრეთ. იმ გაწეული ანგარიშის შესახებ წარმოვადგინეთ ინფორმაცია, რომელზეც ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი შექმნის დღიდან მუშაობდა, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში. ასევე, ვისაუბრეთ მონიტორინგის მექანიზმსა და რისკის შეფასების სისტემაზე, რომლებიც ახლა დავნერგეთ და რომლებიც ძალადობის რისკების ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ მექანიზმის მუშაობა მაისში დაიწყო პილოტურად და უკვე მომდევნო კვირიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით თანამშრომლების ინტენსიურ გადამზადებას. ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც ადამიანის უფლებათა კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე გავიდა. ეს კანონპროექტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

1. შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირს პირდაპირ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა;
2. არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაულისთვის სასჯელი იქნება მკაცრი, რის შესაძლებლობასაც მანამდე არსებული კანონმდებლობა არ იძლეოდა ;
3. გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა იქნება მკვლელობის, მაგალითად, დამამძიმებელი გარემოება, თვითმკვლელობამდე მიყვანის დამამძიმებელი გარემოება, რასაც ასევე, არ ითვალისწინებდა ამ ფორმით მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი. ამით ჩვენ ფაქტობრივად ვუპასუხეთ იმ რეკომენდაციას და მოთხოვნას, რომელიც ფემიციდთან მიმართებით დიდი ხნის განმავლობაში არსებობს, როგორც სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

მაგალითად, თუ პირი ჩაიდენს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ და ეს პირი წარსულში ნასამართლევია ან ოჯახური ნიშნით მკვლელობისთვის, ან ოჯახური ნიშნით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მას დაეკისრება იმაზე მკაცრი პასუხისმგებლობა, ვიდრე არადამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის არის გათვალისწინებული. ანუ, არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას კანონი აქამდე არ ითვალისწინებდა ამ ფორმით, რომელიც ახლა შემოვიღეთ და, სხვათა შორის, ეს უკავშირდება ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს, ყველას კარგად მოგეხსენებათ, სადაც პირი, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური ნიშნით მკვლელობა, წარსულში, ასევე, ოჯახში ძალადობისთვის იყო ნასამართლევი“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა