თელავში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 წლის ბავშვი დაშავდა.
მოზარდს „გოლფის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„ხმაური გავიგე, რომ ხალხი და პოლიცია იყო. სასწრაფომ რომ აიყვანა მერე დავინახე რომ ბიჭი იყო. არ ვიცნობ. მძღოლი გაეჩერდა და გადმოვიდა“- განაცხადა თვითმხილველმა.

















