logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ყოფილი მსჯავრდებული თეა სირაძე: დღეს პატიმრები უზრუნველყოფილები და დაცულები არიან
ყოფილი მსჯავრდებული თეა სირაძე: დღეს პატიმრები უზრუნველყოფილები და დაცულები არიან
16:09 29.06.2018
ყოფილი მსჯავრდებული და ახლა ადამიანათა უფლებათა დაცვის ასოციაცია "თიბას“ დამფუძნებელი თეა სირაძე სოციალურ ქსელში პენინტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
სირაძე აღნიშნულს ტყუილს უწოდებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საპატიმრო დაწესებულებაში კარგი პირობებია. მისივე თქმით, მსჯავრდებულებს საფრთხე არ ემუქრებათ, ისინი უზრუნველყოფილები და დაცულები არიან.

„მოგესალმებით ჩემო მეგობრებო! მინდა გავაკეთო იმ განცხადებაზე კომენტარი , რომელზეც სახალხო დამცველის და არასამთოვრობის ინფორმაციით თითქოსდა დღევანდელ დღეს პენიტენციარული დაწესებულებაში ხდება წამება, გახდა, დამცირება, ფსიქოლოგიური ზეწოლდა ა.შ... !!! მე, თეა სირაძეს პენდენციარული დაწესებულება მაქვს დატოვებული 1 წლის უკან, მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის ცრუ ბრალდება.
მინდა გაგახსენოთ ის ძველი დრო, როდესაც ხალხს ტანჯვაში ხდიდნენ სულს. ფსიქოლოგიური ზეწოლა, ცემა, გაუპატიურება, ორგანოების გაყიდვა, დაწესებულებებიდან გვამების გამოტანა... კითხვა მინდა დავსვა, სად იყო მაშინ სახალხო დამცველი, სად იყო არასამთავროებები? დღევანდელ დღეს სინამდვილეში და რეალურად უბატონოდ არავინ არ გცემს იქ ზედმეტად ხმას. არის არაჩვეულებრივი კვება, მჯავრდებულებს აქვთ იმის საშუალება, რომ თავი ირჩინონ, დასაქმებულები არიან და აქვთ ხელფასი. ადამიანი , რომელიც იტყვის - მტკივაო, ის იმ წამსვე არის გაყვანილი საავადამყოფოში. არის არაჩვეულებრივი მოპყრობა და არ არის არანაირი ზეწოლა თანამშრობლებისგან და ადმინისტრაციისგან. ამასთანავე მინდა გითხრათ ის, რომ, სრული პასუხმგებლობით, იქ თანამშრომელი კი არა, პატიმარი პატიმარს აფუჭებს და ძალიან მაინტერესებს და მინდა დავუსვა კითხვა სახალხო დამცველს და იმ არასამთავროებს, რომელი პატიმარის წერილით გააკეთეთ ინტრიგნული საგანგებო გაცხადება? მე, თეა სირაძეს მაქვს ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ადამიანათა უფლებათა დაცვის ასოციაცია "თიბა" და მაქვს კონტაქტი ყოფილ მსჯავრდებულებთან და იქ მყოფ მსჯავრდებულებთანაც, მაგრამ მსგავსი რამ - დამცირება, ფსიქოლოგიური ზეწოლა, მსგავსი ინფორმაცია არ შემოსულა. ადამიანი, რომელიც №5 დაწესებულების დირექტორია და ასევე, ბატონი კახი კახიშვილი, მინისტრი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან ღვთის საჩუქრები, რომ მათი მოსვლის შემდეგ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს საფრთხე არ ემუქრებათ. არიან უზრუნველყოფილები და დაცულები. ჩემი თხოვნა არის ის, რომ იმ დედების წამებას მოეშვათ, რომლის შვილებიც იმყოფებიან დაწესებულებაში და არიან პატიმრები და თქვენი ცრუ განგაშით თავგზას ნუ უბნევთ და სადარდებელს ნუ უჩენთ.
ვადასტურებ კიდე ერთხელ, რომ თქვენი განცხადება არის ინტრიგნული და არ შეესაბამება სიმართლეს!!!!!“- წერს სირაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა