logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, როლანდ ბლადაძეს ალტერნატიული ფართი საკუთრებაში გადაეცა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, როლანდ ბლადაძეს ალტერნატიული ფართი საკუთრებაში გადაეცა
15:21 29.06.2018
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 262.39 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქ. N72-ში, მე-3 სექცია, მე-12 სართული, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში მოქალაქე როლანდ ბლადაძეს გადაეცა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს: „საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის როლანდ ბლადაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა წარადგინა.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის განკარგულების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და როლანდ ბლადაძეს შორის გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც შემდგომში რეგისტრირებული იქნება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რასაც გადაცემულ ქონებაზე მესაკუთრეთა ცვლილება მოჰყვება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს უზენაესი სასამართლოში სახელმწიფოსთან სახით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და 2007-2016 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე დავა სამმხრივი მორიგების აქტის საფუძველზე დასრულდა, რასაც საკასაციო სასამართლომ უკვე უწოდა ისტორიული შეთანხმება და ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15 მარტის განჩინება (მოსამართლეები: მერაბ ლომიძე (თავმჯდომარე), თეა ძიმისატარაშვილი, ამირან ძაბუნიძე) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული.

2018 წლის 11 ივნისის განჩინებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარის მიერ დარღვეული იქნება წინამდებარე მორიგების აქტით განსაზღვრული რომელიმე ვალდებულება, მხარე, რომლის მიმართაც დაირღვა ეს ვალდებულება, უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს ვალდებულების აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როლანდ ბლადაძე უფლებამოსილია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მიმართოს სასამართლოს.

დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული სახლი ქ. ბათუმში დღევანდელი საბაზრო ღირებულებით, შეფასდა 497,459 ლარად. ამასთან, სახელმწიფოს მიერ როლანდ ბლადაძის მიმართ გადასაცემი უძრავი ქონება ქ. თბილისში, ამავე დასკვნის თანახმად, დღევანდელი საბაზრო ღირებულებით შეფასებულია 399,866 ლარად.

სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, როლანდ ბლადაძეს სრული უფლება რჩება, სახელმწიფოს მიმართ გააგრძელოს ახალი დავა, რომელიც ეხება უკანონო სისხლის სამართლებრივი პროცესიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებით ჩამორთმეული და გადასაცემი ქონებების ფასთა სხვაობას შორის.

2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, როლანდ ბლადაძემ უარი განაცხადა მხოლოდ წარმოებული დავის საგნის ირგვლივ ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმის განმხილველი პალატის შეფასებით, დღევანდელი სახელმწიფოს მიერ წარსული ჩადენილი გადაცდომების აღიარება, მოქალაქის ინტერესების დაცვა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის დაზარალებული ოჯხის მიმართ გადაცემა, სახელმწიფოს ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მაგალითია.

საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეზე სხდომები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქმე პრეცედენტული დავის სტატუსით, დასაშვებად სცნო. საქმიდან 2017 წლის 20 ივნისსა და 8 სექტემბერს თვითაცილება განაცხადეს მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა სილაგაძემ. მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმიდან აცილებულ იქნა განმხილველი პალატა მოსამართლეების: გიორგი გოგიაშვილის, ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის შემადგენლობით. დადგენილია, რომ როლანდ ბლადაძის საქმე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, 2004-2018 წლებში, სულ 42 მოსამართლემ განიხილა.

როლანდ ბლადაძის საქმე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა: ნინო ბაქაქურმა (თავმჯდომარე მოსამართლე), ზურაბ ძლიერიშვილმა და ბესარიონ ალავიძემ განიხილეს. მათი მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის შედეგად, საქმეზე შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაც.

2014 წლიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საქმეზე ადვოკატირების პროცესი „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაიწყეს. როლანდ ბლადაძის ინტერესების დაცვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა შეძლო, რომელმაც საქმეს უწოდა - სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა