ხორავას ქუჩის ინციდენტის ერთ-ერთი თვითმხილველის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა
ვაჩეიშვილის განცხადებით, არ დაუნახავს, თუ ვინ დაარტყა ლევან დადუნაშვილს და ის მხოლოდ დაჭრის შემდეგ შეამჩნია.
ამის შესახებ ვაჩეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც ხორავას საქმის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაკითხა.
„მე შევესწარი ჩხუბს, შემდეგ გადავერთე პოლიციასთან დაკავშირებაზე.
შემდეგ დავინახე დადუნაშილი, რომელიც თავად იყო თავისი ჭრილობების გამო გაკვირვებული და მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე. შემდეგ ჩავედით ქვემოთ.
ძალიან ბევრი ხალხი იყო, ამიტომ თითოეული მოწმის პატარ-პატარა მოგონებების აკინძვა მნიშვნელოვანია, რომ დადგინეს დაგვიანებული სიმართლე.
ვინ დაარტყა დადუნაშვილს, ეს არ დამინახავს. მე დავინახე მხოლოდ დადუნაშვილი, რომელიც გაკვირვებული იყო, თითქოს შემთხვევით იყო იმ ადგილზე და წამები, როდესაც კრიტიკული იყო მისი მდგომარეობა, თუმცა თავისი ფეხით გამოვიდა ეზოდან“- განაცხადა ვაჩეიშვილმა.

















