logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ზვიად ფხაკაძისა და კახაბერ სირაძის ახსნა-განმარტებების მოსმენა დაასრულა
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ზვიად ფხაკაძისა და კახაბერ სირაძის ახსნა-განმარტებების მოსმენა დაასრულა
09:04 27.06.2018
გასული წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალური ახსნა-განმარტებების მოსმენა დაასრულა.

თბილისის პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ და შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსმა, კახაბერ სირაძემ კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს.

სხდომის დასაწყისში, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ კომისიის გუშინდელი სხდომის მიმდინარეობისას, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე შევიდა მუქარის შემცველი ტექსტები, რაც უკავშირდებოდა მის საპროკურორო საქმიანობას და კავშირში იყო მის მიერ კომისიისთვის მიცემული ახსნა-განმარტებების შინაარსთან. პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, მან მომხდარის შესახებ მოხსენებითი ბარათით შესაბამის კომპეტენტურ პირს მიმართა და მოხდება სათანადო რეაგირება.

ზვიად ფხაკაძემ აღნიშნა, რომ თუ კომისიის წევრები დაინტერესდებიან, შეუძლია აღნიშნული ტექსტები მათ დახურულ სხდომაზე გააცნოს. მისივე თქმით, მუქარის შემცველი ტექსტები ზაზა სარალიძისგან მიიღო.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიამ ცნობად მიიღო ზვიად ფხაკაძის განცხადება.

პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიმართ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების მიერ დასმული კითხები შეეხებოდა: მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გამოძიების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს და ამ პროცესში შესაძლო ხელშემშლელ ფაქტებს, მოწმეების მიერ ჩვენებების მიცემას, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში მონაწილეთა სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას, გამოძიების დროს განხორციელებულ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს და მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს.

ზვიად ფხაკაძისა და კახაბერ სირაძის მიერ ოფიციალური ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ არასრულწლოვანთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით იმსჯელა. კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კომისია გადაწყვეტილებას შაბათის სხდომაზე მიიღებს.

ხუთშაბათს და პარასკევს დროებითი საგამოძიებო კომისიის სამკაციანი ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მყოფი სრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვას ჩაატარებენ.

შაბათს, 30 ივნისს, 10:00 საათზე, კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდებიან, სადაც მოხდება მოსაზრებების გაცვლა კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარში კი, გაიმართება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. კომისიის წევრები იმსჯელებენ კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის მიერ მომზადებულ ორ რეკომენდაციაზე, რის შემდეგაც მოისმენენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის უშუალო გამომძიებლის ოფიციალურ ახსნა-განმარტებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა