სატვირთო ტრაილერის მძღოლი, რომელიც გუშინ წეროვანში ცენტრალურ მაგისტრალზე
გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჯახა, დააკავეს.
დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. მას ბრალი, სავარაუდოდ, ხვალ წარედგინება.
ავარიის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 18 ადამიანი. აქედან სამის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც.

















