logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი: საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს საქმის გამოძიება
ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი: საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს საქმის გამოძიება
13:03 25.06.2018
თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებებმა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში შეძლეს ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება.
ამის შესახებ ფხაკაძემ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დრო ძალიან შეზღუდული იყო და ფაქტობრივად, გამოძიებას მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოში საქმის წარსადგენად 30 დღე ჰქონდა.
„მოგეხსენებათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, გამოძიება მაქსიმალურად არის შეზღუდული საგამოძიებო მოქმედებისათვის ჩატარებისათვის განკუთვნილ ვადაში. ეს არის 40-დღიანი ვადა, მაგრამ აქვე გათვალისწინებული უნდა იქნას წინასასამართლო სხდომამდე საქმის სასართლოში გაგზავნის ვადებიც. ძალიან შეზღუდული იყო. ფაქტობრივად გამოძიებას ჰქონდა, მაქსიმალურად რომ ვთქვათ, 30 დღე. შესაბამისად, 30 დღეში ჩვენ მოვახერხეთ, რომ ეგ საქმე მიგვეყვანა მტკიცებულებების გათვალისწინებით იმ სტადიაზე, რომ სასამრთლოში წარგვედგინა საქმე, იმ ბრალდებებით, რაც გითხარით, და სასამართლოს მისცემოდა შესაძლებლობა ემსჯელა ამ ორი პირის ბრალეულობაზე, ანუ ჩაიდინეს თუ არ მათ ხსენებული დანაშაული“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის თქმით, არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, შეზღუდული იყო არასრულწლოვანთა დაკითხვის დრო. მისივე თქმით, არასრულწლოვანი მოწმეები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.
„არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, გარკვეულწილად ძალიან შეზღუდული ვიყავით დროში. მხედველობაში მაქვს, არასრულწლოვანთა დაკითხვის დრო. ბატონმა პროკურორმაც აღნიშნა, რომ როდესაც ბრალდებული არასრულწლოვანია, მისი დაკავებიდან 40 დღე გეძლევა მხოლოდ და მხოლოდ რომ გამოიძიო საქმე. აქედან გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ, ზუსტად 40 დღე არ გრჩება. 5 დღით ადრე, სანამ საქმეს წარმართავ არსებით განსახილველად წინასასამართლო განხილვაზე, 5 დღით ადრე მასალები უნდა გაუცვალო მეორე მხარეს - ის მტკიცებულებები, რაც უნდა წარადგინო სასამართლოში. შემიძლია ვთქვა, რომ ფაქტობრივად არასრული 30 დღე ჰქონდა გამოძიებას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩატარებული იყო ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, აუცილებელი მოქმედებები, დაიკითხა დაახლოებით 119 პიროვნება. კიდევ ხაზს ვუსვამ, იმის გათვალისწინებით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარეა გათვალიწინებული დაკითხვის დროები. ჩატარდა რამდენიმე ათეული ექსპერტიზა“ - განაცხადა კახა სირაძემ.
მისივე თქმით, არასრულწლოვანი მოწმეეები არ თანამშრომლობდნენ, ყოველ შემთხვევაში ეს ხალისით არ ხდებოდა. „აქვე მინდა მშობლებზეც გავამახვილო ყურადღება, რომ ძირითადად, ეს ყველაფერი განხორციელდა - გამონაკლისი რამდენიმე მოწმის ყოველ შემთხვევაში - აქ გვჭირდებოდა რაღაც-რაღაც შეხმიანება, ოჯახში მისვლაც“ - განაცხადა სირაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა