logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების გამო სამი პირისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების გამო სამი პირისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
21:00 22.06.2018
საქართველოს პროკურატურამ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული უხარისხო სარემონტო სამუშაოების შესრულების საქმეზე, შს სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გამოყენების ფაქტზე შპს „გეომეფის“ აღმასრულებელ დირექტორს, შპს „ყვარელრემმშენის“ მენეჯერს და შპს „ყვარელრემმშენის“ მთავარ ინჟინერს ბრალდება წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 13 ოქტომბერს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის მომზადების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ, გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს „გეომეფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გ.კ.-მ ტენდერში მისი კომპანიის მონაწილეობის მიღების და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ წარადგინა მის მიერვე გაყალბებული და სარემონტო სამუშაოების უხარისხო პროექტი.

აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისთვის, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ 2016 წლის 28 სექტემბერს, გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს ,,ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება განახორციელა. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პროცესში, შპს „გეომეფს“ წარმოეშვა ვალდებულება, შეემოწმებინა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში ჭერზე არსებული ანკერების მზიდუნარიანობა და გაეცა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. აღნიშნულის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა. 2017 წლის 19 აპრილს, გ.კ.-მ ყალბი კონსტრუქციული დასკვნა შეადგინა, რომელსაც პროექტის კონსტრუქტორის ნაცვლად, თვითონ მოაწერა ხელი, შემდეგ კი აღნიშნული დასკვნა „თბილისის სარტრანსპორტო კომპანიის“ სამშენებლო სამსახურში წარადგინა. აღნიშნულის საფუძველზე, შპს „ყვარელრემმშენმა’’ განაახლა სამუშაოების შესრულება. შპს „გეომეფის“ ხელმძღვანელმა გ.კ.-მ, ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების მიუხედავად, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და არ გაუწია პროექტს სათანადო საავტორო ზედამხედველობა. მის მიერვე შედგა მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო სარემონტო-სარეაბილიტაციო დაგეგმარების პროექტი და ასევე კონსტრუქციული დასკვნა, სადაც არ იქნა გათვალისწინებული ჭერზე უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული დამატებითი დატვირთვები - მატარებლის მოძრაობით, სავენტილაციო ჰაერის მიმოქცევით გამოწვეული ქარის წნევა და სხვა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ყვარელრემმშენის“ მენეჯერმა გ.რ.-მ არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ აწარმოა შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ამავდროულად გ.რ.-ს და შპს „ყვარელრემმშენის“ მთავარი ინჟინრის ზ.ყ-ს მონაწილეობით და პასუხისმგებლობით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, შეკიდული ჭერის მოწყობითი სამუშაოები შპს ,,ყვარელრემმშენის“ მიერ განხორციელდა პროექტის გარეშე და ამავედროს უხარისხოდ, რის გამოც, 2018 წლის 30 იანვარს, დილით, ქ.თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილის" ქვედა ვესტიბიულში ჭერი ჩამოინგრა და მეტროს ვესტიბიულში მყოფ 18 მოქალაქეს დაეცა, რომელთაგანაც ჯანმრთელობის დაზიანება 11 პირს მიადგა, ხოლო სახელმწიფომ მიიღო მატერიალური ზიანი.

გ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, (ორი ეპიზოდი) 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გ.რ.-ს 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით ხოლო ზ. ყ.-ს 251-ე მუხლის მე-2 ნაწილით, (2201 - გულგრილობა, ესე იგი ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. 251 - უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულება, რაც არ შეესაბამება მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. 362 - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით, თითოეულისთვის 50 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთანავე, მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით"-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა