logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ყველა სახის ნარკოტიკებთან ბრძოლა იყოს ეფექტური
გიორგი გახარია: ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ყველა სახის ნარკოტიკებთან ბრძოლა იყოს ეფექტური
18:26 20.06.2018
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.
გახარიას თქმითვე, მისი უწყება ყოველთვის მაქსიმალურს გააკეთებს, რათა ყველა სახის ნარკოტიკებთან ბრძოლა იყოს ეფექტური.

ამის შესახებ გახარიამ ,,ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას 12 მაისს ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.
,, სამწუხაროდ ქალბატონმა ელენემ ჩათვალა, რომ არ იყო საკმარისი დასაბუთება ამ ღონისძიების ჩასატარებლად, მე სპეციალურად ვიყავი აქ პარლამენტში და ვეცადე ამეხსნა, როგორც ჩანს ბოლომდე ვერ ავხსენი, მაგრამ ავხსნი ამას ყველაფერს აუცილებლად, რამდენიც საჭირო არ უნდა იყოს, რამეთუ ვთვლით, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დღეის მდგომარეობით და ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა არც ბასიანით და არც დამთავრდება ბასიანით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ იარსებებს დახურული სივრცეები, როცა საკითხი ეხება ნარკოტიკებს, და ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა სახის ნარკოტიკებთან ბრძოლა იყოს ეფექტური. თუმცა , რა თქმა უნდა, ნარკოტრაფიკი და ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ტრანსსასაზღვრო პრობლემა, ამიტომ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორები გვეხმარებიან ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად, განსაკუთრებით ახალი ნარკოტიკების გაჩენის ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ აპრილში აკრძალული ნარკოტიკების ახალ სიაში მეფედრონი შეიყვანა პარლამენტმა და დღეს უკვე ეს არის დასჯადი ქიმიური შემადგენლობა, ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს ბევრს, არ გავალ ეხლა კონკრეტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 თვის განმავლობაში, მაგალითად ამოღებულია 13 კგ ჰეროინი და. ა.შ. ვთვლი, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა უნდა იყოს არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი, არამედ ყველა ჩვენთაგანის პრიორიტეტი, როგორც საკანონმდებლო ასე ოპერატიულ დონეზე. ჩვენ მზად ვართ ეფექტურად განვახორციელოთ ჩვენი უფლებამოსილება და იმედი გვაქვს, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაში, ისევე როგორც ქურდული სამყაროს მიმართულებით მოხდა, პარლამენტი დაგვიჭერს მხარს“- განაცხადა გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა