იტალიის ქალაქ ბარში ქართველი დააკავეს. ბინების ძარცვის ბრალდებით სამართალდამცავებმა საქართველოს 22 წლის
მოქალაქე სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად აიყვანეს.
მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ მას იტალიაში მუდმივი სახოვრებელი არ ჰქონდა.
ის ერთ-ერთ შენობაში შეღწევის მცდელობისას დააპატიმრეს. მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რაც ბრალდებას დაამძიმებს.
ჩხრეკის დროს საქართველოს მოქალაქეს ბინების გასატეხად საჭირო ხელსაწყოებიც აღმოაჩნდა.

















