logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო
უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო
15:22 30.05.2018
საქართველოს უზენაესი სასამართლომ სახელმწიფოსთან საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრაების სამინისტრის სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან, მოქალაქე როლანდ ბლადაძის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2018 წლის 11 ივნისის მდგომარეობით გადადო. ამის შესახებ დავის მონაწილე მხარეებს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აცნობა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქონებაჩამორთმეულ როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გონივრული ვადით გადადებაზე. როლანდ ბლადაძემ თავის 2018 წლის 29 მაისის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემოთავაზებული პირობები რადიკალურად ცვლის იმ შეთანხმებებს, რომელიც საკითხთან მიმართებით, 2018 წლის 11 მაისის სასამართლო სხდომაზე დაფიქსირდა. როლანდ ბლადაძე თანახმა იქნებოდა ალტერნატიული ფართის სახით მიეღო ერთი საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, თუ მორიგების აქტში არ დაფიქსირდებოდა მიყენებული ზიანის სამომავლოდ მოთხოვნის უფლებაზე უარი. სასამართლომ სამინისტროს როლანდ ბლადაძის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის ორგანიზება ჯერ კიდევ 11 მაისის სხდომაზე დაავალა და გაიზიარა მხარის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთან - მინისტრთან არ ხდებოდეს სასამართლოს საქმისადმი დამოკიდებულებებისა და როლანდ ბლადაძის მოთხოვნების სრულფასოვნად მიტანა. მიუხედავად ამისა, სამინისტროსთან გაგრძელებული კომუნიკაციის პირობებში, მინისტრსა და დააზარალებულ მოქალაქესთან შეხვედრა, მოცემულ დრომდე, მიუღწეველი გახდა.

2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით, სამინისტრო დავის მორიგებით დასრულების მიზნით, ყოველგვარი ბრალის აღიარების გარეშე გამოხატავს მზაობას სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მეშვეობით, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - ქ. თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩა N72-ში (ყოფილი კეკელიძე), 3 სექცია, მე-12 სართული, ბინა N23 (ს/კ 01.15.02.056.001.01.503) მდებარე უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე შემდეგი პირობით: კასატორი მხარე უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აღნიშნული განცხადება 2018 წლის 28 მაისით თარიღდება და სასამართლოში უკვე რეგისტრირებულია.
როლანდ ბლადაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ძალაში იქნება მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმება და სახელმწიფოს მიერ მათი საბაზრო ღირებულებების მიუხედავად, გადაცემულ იქნებოდა შავი კარსაკის მდგომარეობით ორი საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით 252 კვ.მ. ფართი და 160 კვ.მ. ფართი (მე-12 სართულზე), დავას მორიგებით დაასრულებდა და კასატორი მხარეც უარს განაცხადებდა სახელმწიფოს მიმართ დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სასამართლომ შენიშნა, რომ სახელმწიფოს ზედმეტობით გადაცემული ფართი შემთხვევაში, უნდა ეფიქრა მოქალაქის ერთგვარ მორალურ კომპენსირებაზე, რომელიც გამოიხატა უკანონო დევნაში, ქონების ჩამორთემვაში და როლანდ ბლადაძის მოთხოვნის უფლების დათმობაში სამომავლო დავებთან დაკავშირებით.

საქმეს ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი განიხილავს. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება 2018 წლის 11 ივნისს, 12:00 საათზე გამოცხადდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა