logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრამდე როლანდ ბლადაძე უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებისთვის მიმართავს
დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრამდე როლანდ ბლადაძე უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებისთვის მიმართავს
18:22 29.05.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს უზენაეს სასამართლოს სახელმწიფოსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე დავის მორიგებით დასრულების ახალ პირობას ასაჯაროვებს. სამინისტრო დავის მორიგებით დასრულების მიზნით, ყოველგვარი ბრალის აღიარების გარეშე გამოხატავს მზაობას სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მეშვეობით, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი - ქ. თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩა N72-ში (ყოფილი კეკელიძე), 3 სექცია, მე-12 სართული, ბინა N23 (ს/კ 01.15.02.056.001.01.503) მდებარე უძრავი ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე შემდეგი პირობით: კასატორი მხარე უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აღნიშნული განცხადება 2018 წლის 28 მაისით თარიღდება და სასამართლოში უკვე რეგისტრირებულია.

როლანდ ბლადაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემოთავაზებული პირობები რადიკალურად ცვლის იმ შეთანხმებებს, რომელიც საკითხთან მიმართებით, 2018 წლის 11 მაისის სასამართლო სხდომაზე დაფიქსირდა. როლანდ ბლადაძე თანახმა იქნებოდა ალტერნატიული ფართის სახით მიეღო ერთი საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, თუ მორიგების აქტში არ დაფიქსირდებოდა მიყენებული ზიანის სამომავლოდ მოთხოვნის უფლებაზე უარი. სასამართლომ სამინისტროს როლანდ ბლადაძის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის ორგანიზება ჯერ კიდევ 11 მაისის სხდომაზე დაავალა და გაიზიარა მხარის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთან - მინისტრთან არ ხდებოდეს სასამართლოს საქმისადმი დამოკიდებულებებისა და როლანდ ბლადაძის მოთხოვნების სრულფასოვნად მიტანა. მიუხედავად ამისა, სამინისტროსთან გაგრძელებული კომუნიკაციის პირობებში, მინისტრსა და დააზარალებულ მოქალაქესთან შეხვედრა, მოცემულ დრომდე, მიუღწეველი გახდა.

როლანდ ბლადაძემ 2018 წლის 29 მაისს უკვე მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მინისტრთან შეხვედრამდე, საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადება მოითხოვა. „ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მინისტრთან შეხვედრა, რომლის პოზიციები იქნება განმსაზღვრელი დავის მორიგებით დასრულებაზე. არსებობს გარკვეული პირობები, რომელზედაც უშუალოდ მინისტრმა უნდა გასცეს პასუხი. ამიტომაც, მოგმართავთ პერსონალურად და თხოვნით, საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდოს გონივრული ვადით, 11 ივნისის მდგომარეობით“ - ნათქვამია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიმართ რეგისტრირებულ წერილში. ცნობისთვის: მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოში 30 მაისიდან ბრუნდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე სარეზოლუციო გადაწყვეტილების გამოცხადების გადადება 11 ივნისის მდგომარეობით მოხდება.

როლანდ ბლადაძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხხვევაში, მათი საბაზრო ღირებულებების მიუხედავად, თუკი უპირობოდ სახელმწიფოს მიერ გადაცემულ იქნებოდა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ორი საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით 252 კვ.მ. ფართი და 160 კვ.მ. ფართი (მე-12 სართულზე), დავას მორიგებით დაასრულებდა და კასატორი მხარე უარს განაცხადებს სახელმწიფოს მიმართ დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლომ შენიშნა, რომ სახელმწიფოს ზედმეტობით გადაცემული ფართი შემთხვევაში, უნდა ეფიქრა მოქალაქის ერთგვარ მორალურ კომპენსირებაზე, რომელიც გამოიხატა უკანონო დევნაში, ქონების ჩამორთემვაში და როლანდ ბლადაძის მოთხოვნის უფლების დათმობაში სამომავლო დავებთან დაკავშირებით.

საქმეს ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი განიხილავს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა