logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა
15:41 29.05.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.



როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიზვილმა განმარტა, მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისთვის. „შეძენა, შენახვა ხდება მძიმე კატეგორიის დანაშაული. რამდენიმე შენიშვნა გამოთქმული იყო მეორე მოსმენის დროს, რომელიც გავითვალისწინეთ და ავსახეთ, მათ შორის, დამამძიმებელი გარემოებების განსხვავებულად ფორმულირების ნაწილში“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიზვილმა წარმოადგინა.



კანონპროექტის თანახმად:



· მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ან ცრუ ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემით, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობით ან/და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნით გამოძიების დროს ან სასამართლოში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე;

· ზემოთაღნიშნული ქმედებები განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე;

· მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე;

· მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე;

· განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე;

· დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე;

· დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

კანონპროექტის მიზანი და ამოცანაა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას, მოქალაქეთა თანამშრომლობის ხარისხის გაზრდას, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.



კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი პროექტები.



კანონპროექტით დარეგულირდება ტექნიკური საშუალებებით პირის გამოკითხვა/დაკითხვასთან, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნასთან, პირის უცხო სახელმწიფოდან საქართველოში ექსტრადირებასთან, საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილების უცხო ქვეყანაში აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, კანონპროექტი ეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე უცხო სახელმწიფოდან კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას. კანონპროექტი, ასევე ეხება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ტერიტორიაზე. ცვლილებების თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მისთვის დროებით შესანახად გადაცემული ქონების შენახვას.

კანონპროექტის მიზანია 2010 წლის 10 ნოემბრის „ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის“ და 2005 წლის 16 მაისის „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციის პრინციპებისა და დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის დახვეწა.



კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკანონდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა