logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დანაშაულის დაფარვაზე სანქციები მკაცრდება
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და დანაშაულის დაფარვაზე სანქციები მკაცრდება
15:02 29.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დღეს წარუდგინა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება მძიმე დანაშაული ხდება.
პარლამენტის დეპუტატებმა, ასევე, განიხილეს სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის შემთხვევაში სანქციების გამკაცრების შესახებ.
"მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. ცეცხლსასროლი იარაღის ტარება არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, თავისუფლების აღკვეთით. ასევე, აქამდე არსებული რედაქციისგან განსხვავებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაც მძიმე კატეგორიის დანაშაული გახდება და ესეც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, თავისუფლების აღკვეთით - ეს არის ძირითადი არსი. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობასა და დაფარვას, სასჯელების დღეს არსებული რედაქციის დიფერენცირება ხდება. დღეისათვის ყველა კატეგორიის დანაშაულის დაფარვა ერთი და იგივე სანქციით ისჯება და საკმაოდ მცირე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი მიზანია ამ დანაშაულის პრევენცია. მით უმეტეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, მაგალითად, მკვლელობის საქმეებზე დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის შემთხვევები. ამიტომ, ჩვენი მიზანია პრევენცია და შესაბამისად, გავზარდეთ სანქციები მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიების დანაშაულთა დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის. ასეთი დანაშაულების დაფარვა და შეუტყობინებლობა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ალტერნატიული სანქციების გარეშე. ახალი რეგულაციების მიხედვით, 3-დან 6 წლამდე ვადით დაისჯება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო ტარება კი დაისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. საკმაოდ გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტები და ამ იარაღების გამოყენებით ცალკეული კატეგორიის დანაშაულების ჩადენის ფაქტები", – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების მიზანი და ამოცანაა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით, განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომლებიც ეფექტიანად უზრუნველყოფს დანაშაულის პრევენციას, გამოვლენასა და აღკვეთას, ასევე, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას და მოქალაქეთა თანამშრომლობის ხარისხის გაზრდას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა