ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარმა სრულად გაანადგურა საყოფაცხოვრებო ნივთები.
„50 წელია, რაც აქ ვცხოვრობ. ახლა აბსოლუტურად არაფერი არ დარჩა.
ტანსაცმლით ვარ დარჩენილი. ბიჭი თბილისშია წასული და მასაც მხოლოდ საკუთარი ტანსაცმელი დარჩა“- განაცხადა დაზარალებულმა.

















