logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ფირცხალაიშვილი: სასამართლო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმეებზე დაჩაქრებულ განხილვებს არ ახდენს
მარიამ ფირცხალაიშვილი: სასამართლო პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმეებზე დაჩაქრებულ განხილვებს არ ახდენს
15:34 23.05.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე სასამართლოებში არსებულ პრობლემაზე განცახდებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, განახორციელოს სწრაფი მართლმსაჯულება და ყურადღება დაეთმოს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფის რეალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

ორგანიზაციის იურისტის, მარიამ ფირცხალაიშვილის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში დროულად არ ხდება პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის საქმეების განხილვა. ხშირ შემთხვევაში, გაჭიანურებული სამართალწარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები აღუსრულებელი რჩება, ვინაიდან დგება მხარდაჭერის მიღების საჭიროების მქონე პირების გარდაცვალების ფაქტები. შესაბამისად, პრობლემის დაძლევის შესაძლებლობას წარმოადგენს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება. შესწავლილი სტატისტიკის თანახმად, რომელიც ეყრდნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის მაისის თვის მონაცემებს, ამჟამად წარმოებაშია 332 საქმე.

მარიამ ფირცხალაიშვილის განმარტებით, 2014 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ფსიქიკური/გონებრივი დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული საკანონმდებლო რეგულაციები. აღნიშნული ამავდროულად განპირობებული იყო არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის“ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით. სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებიდან ამოღებულ იქნა დისკრიმინაციული ტერმინები: „სულით ავადმყოფობა“ და „ჭკუასუსტობა“. 2015 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, დამკვიდრდა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ცნება, რომელიც „მხარდაჭერის მიმღები პირის“ ცნების იდენტურია. აღნიშნული ცვლილებები დადებითად აისახა კანონმდებლობის დახვეწის პროცესზე.

2015 წლის 1 აპრილიდან ფიქსირდება სასამართლოს მიმართვიანობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე. 2015 წელს აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში დარეგისტრირდა 242 განცხადება, რომელთაგანაც განხილულ და დაკმაყოფილებულ იქნა 19. 2016 წელს განცხადებების რაოდენობა შეადგენდა 442-ს, რომელთაგანაც განხილულ და დაკმაყოფილებულ იქნა 57. 2017 წელს მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე, განცხადებების რაოდენობა შეადგენდა 497-ს, რომელთაგანაც სასამართლომ განიხილა 364, მათგან 361 განცხადება დაკმაყოფილდა. 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით, სასამართლოში შესულია 223 განცხადება. დღევანდელი მდგომარეობით, განხილულია 124 საქმე და იმავდროულად დაკმაყოფილდა თითოეული მათგანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გარდა კანონით პირდაპირ განსაზღვრული სფეროებისა, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი, იგივე მხარდაჭერის მიმღები, წარმოადგენს პირს, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბროკოლებათან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამავდროულად, პირი უნდა იყოს სრულწლოვანი და აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად უნდა ართულებდეს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას, ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას კონკრეტულ სფეროებში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი. ამავდროულად, პირის მხარდამჭერად დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი პიროვნული თვისებები, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი და ურთიერთდამოკიდებულება მხარდამჭერსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აქტიურად აგრძელებს პრობლემურ საკითხზე სასამართლოსთან ინსტიტუციურ დიალოგს და ორგანიზაციის საქმისწარმოების პრაქტიკიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა