logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მეუღლისა და მისი მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მეუღლისა და მისი მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
16:23 22.05.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის და მეუღლის მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა,რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის და მეუღლის მშობლების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 111 -120-ე მუხლით და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოს, ი.ა.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ვ.ა.-ს, მეუღლის დედას - ა.ა.-ს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამას - პ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ხელები და ფეხები რამდენჯერმე დაარტყა ვ.ა.-ს და პ.ბ.-ს, შემდეგ კი ანთებული სიგარეტის ლოყაზე დადებით პ.ბ.-ს მიაყენა დამწვრობა. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულებმა ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ი.ა.-მ ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით ა.ა.-ს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ხანმოკლე მოშლით. ი.ა. ასევე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.ა.-ს და პ.ბ.-ს, რის შედეგადაც მათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ.
სასამართლოში ასევე დადასტურდა, რომ ი.ა. ოჯახის წევრებს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ი.ა. 2017 წლის 15 აგვისტოს, ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ), 111 -120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ) და 111 -151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა ოჯახის წევრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა