ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა ოკუპანტებმა ქუთაისში მცხოვრები მამაკაცი,
ალექსანდრე ნაცვლიშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე მაშინ დააკავეს, როცა ის გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ე.წ. საზღვრის „უკანონო გადაკვეთას“ ცდილობდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ფაქტზე ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

















