პოლიციამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ტყიბულის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კუბლაშვილი
დააკავა, თუმცა, მალევე გაათავისუფლა.
როგორც „ნიუსპრესს“ტყიბულიდან კოალიციის მაჟორიტარმა კანდიდატმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა, დაკავების მოტივი პოლიციის ე.წ. გონივრული ეჭვი გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ კუბლაშვილი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ჩაფიძის თქმით, დაკავებული ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ქუთაისში გადაიყვანეს და ვინაიდან მის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი არ აღმოჩნდა, ახალგაზრდას ბოდიში მოუხადეს და გაათავისუფლეს.
„ეს ყველაფერი მისი დაშინების მიზნით განხორციელდა, თუმცა, გიორგი უფრო ყოჩაღადაა. ამ ადამიანს ნარკოტიკებთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი დაკავება ტყიბულის ახალგაზრდული ორგანიზაციის გააქტიურებას უკავშირდება“-აღნიშნა ჩაფიძემ.

















