logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისი ბანკმა ასავალ-დასავალთან სამართლებრივი დავა დაასრულა
თიბისი ბანკმა ასავალ-დასავალთან სამართლებრივი დავა დაასრულა
11:00 17.05.2018
თიბისი ბანკმა ასავალ-დასავალთან 4 წლიანი სამართლებრივი დავა დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ასავალ-დასავალმა" უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა და საჯაროდ უარყო 2014 წელს გამოცემის სხვადასხვა ნომერში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ.
გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა მის მიერ გამოქვეყნებული სიცრუე უარყო იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას.
თიბისი ბანკმა და მამუკა ხაზარაძემ "ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ სარჩელი 2014 წლის თებერვალში შეიტანეს. მიზეზი პიროვნებისა და ბანკის დისკრედიტაციისადმი მიზანმიმართული გრძელვადიანი კამპანია იყო.
სასამართლო დავა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანცია გაიარა. ყველა ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ეხებოდა როგორც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლის შესახებ, ისე მამუკა ხაზარაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.
სიცრუის უარყოფის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა ასევე გადაიხადა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული ფულადი კომპენსაცია. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიის სახით გადაეცემათ"-აცხადებენ ბანკში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა