logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი - ამ დღეებში ყველამ დავინახეთ ახალი პოლიცია, რომელიც ორიენტირებული იყო მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე
ნათია მეზვრიშვილი - ამ დღეებში ყველამ დავინახეთ ახალი პოლიცია, რომელიც ორიენტირებული იყო მოქალაქეთა უფლებების დაცვაზე
21:26 15.05.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვაში მიიღო მონაწილეობა. საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის მოადგილემ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„პირველ რიგში შესწორება მინდა შევიტანო, ეს არ გახლდათ სპეცოპერაცია, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა. დღეიდან ამას ასე უნდა ვუწოდოთ. იმიტომ, რომ სამართლებრივად ეს იყო ასე. რაც შეეხება მინისტრის მოსვლას პარლამენტში, ჩვენ ვართ მზად. მინისტრი მზად არის ღიად უპასუხოს ყველა შეკითხვას ამ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, ასევე სამომავლო გეგმებსა და სამინისტროსთან დაკავშირებით.
ჩვენ ყველა თვალს ვადევნებდით როგორ მიმდინარეობდა ეს საგამოძიებო მოქმედებები და შემდგომ განვითრებულ მოვლენები. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პოლიცია მოქმედებდა კანონის ჩარჩოებში. ყველამ დავინახეთ ახალი პოლიცია, რომელიც ორიენტირებული იყო იქ მყოფი მოქალაქეების უფლებების დაცვაზე და არა უფლებების დარღვევაზე. ამ დრომდე უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი დაფიქსირებულა, მათ შორის არც სახალხო დამცველის ოფისში. ინდივიდუალურად, თუ რომელიმე გადაცდომას ადგილი ჰქონდა ჩვენ მზად ვართ როგორც სახალხო დამცველის ოფისთან, ისე შესაბამის ორგანოებთან ვითანამშრომლოთ და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მივაწოდოთ.

პოლიცია ამ დღეებში ერთადერთი რასაც იმსახურებს ეს არის მადლობა ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან.

ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ჩაატარა პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები კლუბებში მაშინ, როცა დაკავებულთა უმრავლესობის დაკავება კლუბების გარეთ მოხდა. ამასთან დაკავშირებით კითხვა შეიძლება ლოგიკური და ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებები არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავების ფაქტები ცოტა ხნით რომ დავივიწყოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, ჰქონდა თუ არა პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ამის უფლება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო: - ამ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, გაყიდვის არაერთი ფაქტი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო-მასალა, რაც ძალიან კარგად იხილა საზოგადოებამ. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის “ბასიანსა“ და გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებასთან აქეთ მაქვს კითხვა, ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს და სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა: - დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური და პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყო ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა.

რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენ ვართ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრე, რომელიც მაქსიმალურად მკაცრი იქნება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ, ხოლო ლმობიერი მიდგომებს გაითვალისწინებს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ. ჩვენ ვართ ისეთი ნარკოპოლიტიკის მომხრე, რომელიც არ წაახალისებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას. უწყებათაშორის კომისიაში ჩვენი პროექტი წარდგენილი გვაქვს. ჩვენი პროექტი მოხმარებასთან მიმართებაში ჰუმანურ მიდგომებს ითვალისწინებს. - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა