logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ კაიკაციშვილი: მიმდინარე აქცია სპეცოპერაციის ფორმაზე ლეგიტიმური რეაქციაა, თუმცა არასწორი მოთხოვნებით
არჩილ კაიკაციშვილი: მიმდინარე აქცია სპეცოპერაციის ფორმაზე ლეგიტიმური რეაქციაა, თუმცა არასწორი მოთხოვნებით
21:29 12.05.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით 12 მაისის სპეცოპერაციასთან და საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ვფიქრობ, როგორც ერთი მოქალაქე:

► ნარკომანია - თანამედროვე საქართველოს უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ახალი თაობის დროსა და სივრცეში დაკარგვასთან, თაობების იმგვარ დეგრადაციასთან, როდესაც იკარგება გენოფონდი და ამ პროცესს ყოველთვის ეწოდება გამოცხადებული თეთრი სიკვდილის ქრონიკა.

► სახელმწიფო - მისი არსიდან გამომდინარე, აკისრია უპირველესი ვალდებულება ებრძოლოს დანაშაულს, შექმნის სისტემა, რომელიც შედგება პრობლემასთან სისხლისსამართლებრივი და არასისხლისამართლებრივი ბრძოლის მექანიზმებისგან. დღეს მნიშვნელოვანია არსებობდეს სწორი პოლიტიკური ნება, როგორც დანაშაულთან ბრძოლის, ასევე მისგან გამომდინარე შედეგებთან მიმართებით, რაც ფსიქო-სოციალური და რეაბილიტაციასთან არსებულ პროცესს უკავშირდება.

► დაკავება - ნარკორეალიზატორთა დაკავება ემსახურებოდა აუცილებელი საზოგადოებრივი სიკეთის უზრუნველყოფას. იმ წინაპირობების გათვალისწინებით, რაც ეხება ნარკოტიკების მოხმარებით ახალგაზრდების გარდაცვალებას, ნარკოტიკების გამსაღებელთა მიმართ სახელმწიფოს ნულოვანი ტოლერანტობა უპირობოდ გამართლებულია და დემოკრატიულ საზოგადოებაში იმსახურებს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ მხარდაჭერას და ხელშეწყობას.

► სპეცოპერაცია - დანაშაულთან ბრძოლის ფორმა, რომელიც მოითხოვს იმგვარად დაგეგმვას, სადაც უზრუნველყოფილ იქნება, ერთის მხრივ მისი ლეგიტიმური მიზანი, მეორეს მხრივ სხვა პირთა უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები. სახელმწიფოს ვალდებულებაა, გააქარწყლოს მოქალაქეთა სამართლებრივი პრეტენზიები ღამის კლუბებში შესაძლო დარბევის, ფიზიკური ზემოქმედებისა და სხვა ფორმით უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე. „დარბევაზე“ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებები საკმარისი არ არის. ამასთან, მნიშვნელოვანია დამატებითი განმარტებები, შესაძლებელი იყო თუ არა დანაშაულის აღკვეთა ღამის კლუბებიდან მოქალაქეების გამოთავისუფლების გარეშე, იმის გათვალისწინებით, რომ სპეცოპერაციის ჩატარება ყოველთვის მოითხოვს „რბილი ძალის“ გამოყენებას. ასევე, პირუთვნელად უნდა შეფასდეს, იყო თუ არა სპეცოპერაციის დაწყების შემდგომ, ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის „დაუმორჩილებლობა“ პოლიციის მოთხოვნათა მიმართ, რასაც მოჰყვა ადმინისტარციული დაკავებები თუ ადმინისტრაციული დაკავებები მოხდა პოლიციის თვითნებური შეხედულებებით, არა პროტესტში მყოფი პირების გამონათქვამებისა და ქმედებების შედეგად, რომელიც ასევე ცალკე შესაფასებელია, ჯდებოდა თუ არა არაძალადობრივ ქმედებასა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, არამედ ნამდვილად გადაამეტა პოლიციამ თანაზომიერ ძალას ქუჩაში.

► არსებული აქცია - სპეცოპერაციის ფორმაზე ლეგიტიმური რეაქციით, თუმცა არასწორი მოთხოვნებით. ამბავს, ალბათ უნდა შევხედოთ მეტი კითხვით: აქვს თუ არა საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა დღეს პროტესტის პოლიტიკურ მოთხოვნებს? აქვს თუ არა საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა აქციას, აქვს თუ არა საზოგადოების უმრავლესობის ნდობა აქციის ორგანიზატორებს, მათ მხარდაჭერ სამოქალაქო პირებსა თუ ორგანიზაციებს? რას ამბობს ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფები პროცესზე, ფაქტზე, შედეგებზე? რამდენად საფუძვლიანია „სამშობლოს წართმევის“ და „თავისუფლების წართმევის“ განცდა, დაბრუნება ტოტალიტარულ რეჟიმში ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნისთვის, უნდა ატარებდეს აქცია პოლიტიკურ ხასიათს თუ საზოგადოებრივ საფუძვლებზე შედეგზე ორიენტირებულ პროტესტს? მიუხედავად ყველაფრისა, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნეს, რომელიც დღეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.

► პროცესი - რას აჩვენებს პროცესი? სხვადასხვა საფუძვლით, პრეტენზიითა და არგუმენტით, ხელისუფლების მოქმედებათა მიუღებლობას, გაუტანლობას, ზიზღს თუ პირიქით, საზოგადოების ერთი ნაწილის აქტიურ შეუწყნარებელ დამოკიდებულებებს აქციაზე მდგარი მოქალაქეებისა და მათი მოთხოვნების მიმართ. ვითარება, ზოგადად, არასახარბიელო და არასტაბილურია, როგორც ეს „ბათუმის მოვლენების“ დროს ერთხელ უკვე ვნახეთ და მისი შედეგების გათვალისწინება მთავრობას დღეს მოუწევს. პროცესი უფრო ღრმად აჩვენებს ხიდჩატეხილობას, როგორც ინსტიტუციებთან, ასევე თაობებს შორის. კარგად ჩანს გასხვავებული ღირებულებები და მორალი.

►შედეგები - უმჯობესია პოლიტიკურ ხელისუფლებასთან დიალოგი გაგრძელდეს ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე, რაც გარკვეული შედეგებისთვის, მოცემულ ეტაპზე, მნიშვნელოვან საფუძვლებს ქმნის.

► „ბასიანი“, „გალერი“ - აუცილებელია არებობდნენ და აგრძელებდნენ საქმიანობას. თავისუფალი სივრცე უნდა არსებობდეს საზოგადოების იმ ჯგუფისთვის, ვისაც კლუბური ცხოვრება მოსწონს და პირადი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, დახურულ სივრცეში, ვინ რას გააკეთებს, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, თავისუფალი არჩევანია;

► ღამის კლუბები - უნდა დაემორჩილონ იმ სავალდებულო კონტროლს, რომელიც ეხება სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნის უზრუნველყოფას არაძალადობრივი, არანარკოტიკული, არასანქცირებული ქმედებების უზრუნველყოფას. ღამის კლუბის მფლობელთა ინტერესებში უნდა შედიოდს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, როდესაც გაერთობის უზრუნველყოფასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია სტუმრის სისცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. ღამის ეკონომიკა საჭიროა და მკაცრად შემოსაზღვრულიც“ - ნათქვამია არჩილ კაიკაციშვილის განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა