"წუხელ კლუბეში „ბასიანსა“ და „გალერიში“, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
ფარგლებში სპეცოპერაცია ჩატარდა. 3 თვის მანძილზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ხორციელდებოდა თვალთვალი და ვიდეომტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი. კარგად მესმის იქ მყოფი ყოველი ადამიანის სტრესი სპეცოპერაციის დაწყებისას, მაგრამ თითოეული ნარკოგამსაღებლის დაკავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში და ასევე სამაგალითო ფაქტი ყველა ნარკორეალიზატორისთვის, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფალია!"-ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა გააკეთა.
მისივე თქმით, იქ, სადაც დანაშაული არ ისჯება და დამნაშავეს ამის შიში არ აქვს, იწყება ქაოსი.
"გუშინდელი სპეცოპერაცია ასევე იყო პრევენცია სასიკვდილო ნარკოტიკის ლეტალური შედეგების თავიდან ასაცილებლად. იმედი მაქვს, ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში დაწყებული აქტიური ფაზა გაგრძელდება.
ასევე დაიგეგმება პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებები მომხმარებლებისთვის და მინიმუმამდე შემცირდება ნარკოტიკის სახით მოარული სიკვდილი!"-აცხადებს დეპუტატი.

















