logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სანდრო ბარამიძემ „ელიტა ბურჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
სანდრო ბარამიძემ „ელიტა ბურჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
11:07 16.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში შპს „ელიტა ბურჯის“ დაჯარიმებასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.

როგორც ბარამიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, საქმის განხილვის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ელიტა ბურჯის“ 3,4 მლნ ლარით დაჯარიმებასთან დაკავშირებით უკანონოა, ამიტომ კომპანია უკანონო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებას არ აპირებს.

„სასამართლომ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიის მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ გაწეული მომსახურების გამო მიიღო და უკანონო შემოწირულობის თანხა არა მომსახურების ღირებულებით, არამედ სტამბის აპარატების ღირებულებით გამოითვალა“ - აღნიშნა ბარამიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა შპს „ელიტა ბურჯი“ სამართალდამრღვევად სცნო და მის საბანკო ანგარიშებსა და უძრავ-მოძრავ ქონებას ყადაღა დაადო. ამის შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განცხადება 14 ივლისს გაავრცელა.

განცხადების თანახმად, დოკუმენტაციის შესწავლის დროს დადგინდა, რომ კომპანიამ „ქართული ოცნების“ მომსახურების მიზნით, მიმდინარე წელს ორი ერთეული ოფსეტური ბეჭდვის აპარატი შეიძინა, რომლის ღირებულება 679.487.94 ლარია.

მათივე ინფორმაციით, შპს „ელიტა ბურჯს“ პოლიგრაფიული და მასთან დაკავშირებული საქმიანობა წარსულში არ განუხორციელებია. შესაბამისად, დანადგარები და აღჭურვილობა კომპანიის მიერ საგანგებოდ პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობის მხარდასაჭერადაა შეძენილი.

შპს „ელიტა ბურჯთან“ დაკავშირებით სასამართლო სხდომა 14 ივლისს გაიმართა, სადაც კომპანია უკანონო შემოწირულობისთვის თანხის ხუთმაგი ოდენობით - 3,4 მლნ ლარით დააჯარიმეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა