შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 400 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის"
საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასაზღვრო პუნქტ "კარწახში" აზერბაიჯანის ორი მოქალაქე - 1969 წელს დაბადებული ს.ე. და 1982 წელს დაბადებული ჰ.შ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა მათი ავტომანქანის დათვალიერებისას, ავტომობილის სალონში გადამალული 1 400 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი" აღმოაჩინეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















