შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების
გამავრცელებლებისა და რეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა შსს-ს პრიორიტეტია.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ - არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება“, - განაცხადა ამავე ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

















