გორის რაიონის სოფელ დიცში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე 43 წლის
პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს მუცლის არეში დაზიანება აქვს მიღებული.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.
„მითხრეს, თავი მოიკლაო, დაიჭრაო, არც მითხრეს, რომ დაჭილი იყო და მიყავდათ. თავის სოფელშივე იყო პოსტზე, იქ თავს არ მოიკლავდა, 35 წთ-ში ისედაც უნდა შეცლილიყო“- განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

















