logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირს ბრალი წარედგინა
ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირს ბრალი წარედგინა
12:20 04.05.2018
ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ ორ პირზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სამ პირს ბრალი წარედგინა.
ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 24 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო მოქალაქე ჯელალ ქიქავას, მ.ბ.-ს და ა.დ.-ს მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯელალ ქიქავას შეტყობინება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, ღამით, ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯელალ ქიქავას, მ.ბ.-ს და ა.დ.-ს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჯელალ ქიქავას და მ.ბ.-ს მიყენებული აქვთ მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ხოლო ა. დ.-ს - ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ინციდენტის თვითმხილველები. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა თავდამსხმელების შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მარშრუტი.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს და ბრალი წარუდგინეს ინციდენტში მონაწილე 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს და 1994 წელს დაბადებული ტ.კ.-ს. სამივე მათგანი სპორტსმენია. აღნიშნული პირები დაფიქსირებული არიან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში.

გამოკითხვისას მ.ვ.-მ, ზ.კ.-მ და ტ.კ.-მ ჯელალ ქიქავასა და მისი თანმხლები პირების ცემის ფაქტი აღიარეს და ინციდენტის მიზეზად ჯელალ ქიქავას მხრიდან მოჭიდავეების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები დაასახელეს.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯელალ ქიქავა შესაბამისი უწყებით გამოძახებულ იქნა პოლიციაში, თუმცა მან გამოვლენილი პირების ამოცნობაზე უარი განაცხადა.

მ.ვ.-ს და ზ.კ.-ს ბრალი წარედგინათ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ტ.კ.-ს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა