logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
არჩილ კაიკაციშვილი: ძალიან ვწუხვარ, თუ ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა როლანდ ბლადაძესთან მორიგების პროცესს ჩაშლის
არჩილ კაიკაციშვილი: ძალიან ვწუხვარ, თუ ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა როლანდ ბლადაძესთან მორიგების პროცესს ჩაშლის
15:23 03.05.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე მიმდინარე დავის ფარგლებში განცხადებას და აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებული იქნება, თუკი საქართველოს მთავრობა სამინისტროს სახით, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძესთან მორიგების პროცესს ჩაშლის.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 26 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალება მისცა, განეხილა და დასთანხმებულიყო როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართის გადაცემას ქ. თბილისში. საუბარია ორ საცხოვრებელ ფართზე ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძის) ქუჩაზე. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, როლანდ ბლადაძის მიმართ ჩამორთმეული ქონება ქ. ბათუმში, დღევანდელი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, უკვე შეფასდა ნახევარ მილიონ ლარად. ამ დრომდე, სამინისტროს მდგომარეობა რჩება ბუნდოვანი და გაუგებარი. ერთი ინფორმაციით, სსიპ სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო თანახმაა როლანდ ბლადაძეს გადაეცეს ორი ალტერნატიული ფართი შავი კარკასის მდგომარეობით, თუმცა მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ქონებაჩამორთმეულს უნდა მოუწიოს ფასთა სხვაობის ანაზღაურება. ჩანს, სსიპ სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო ვერ იზიარებს სასამართლოს მიდგომებსა და შეფასებებს იმის შესახებაც, რომ სახელმწიფოს მიერ მოქალაქის მიმართ უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული უარს ამბობდა სახელმწიფო მიმართ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ორგანოებში ყოველგვარ სარჩელზე, საჩივარსა და მიმართვაზე, მხარეს სრულიად ამორალურად მიაჩნია ფასთა სხვაობის დაბრუნებაზე საუბარი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თუ ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა როლანდ ბლადაძესთან მორიგების პროცესს ჩაშლის, მთლიანი პასუხისმგებლობა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს ეკისრება. შესაბამისად, არჩილ კაიკაციშვილი მიმართავს მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, წინამდებარე საქმეზე, სამართლიანობის აღდგენის პრინციპებიდან გამომდინარე, მიიღონ სამართლებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქმე დაასრულდეს ეროვნულ დონეზე, სწორი დასკვნები გაკეთდეს პროცესის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ საქმის ევროსასამართლოში გასაჩივრების შედეგებზე და მხედველობაში იქნეს მიღებული გარემოება იმის თაობაზე, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი უკვე დათვლილია, შეადგენს ნახევარ მილიონ ქართულ ლარს, თუმცა დათვლილი არ არ არის დაზარალებული მოქალაქის არაქონებრივი უფლებების დარღვევის მასშტაბი, უკანონო დევნა, პატიმრობა და პოლიტიკური დევნა. დღევანდელი სახელმწიფო არ უნდა გახდეს სისტემური დანაშაულის მიმართ შემგუებელი და როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი მოითხოვს პრემიერისა და პირველი ვიცე-პრემიერის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ყურადღებას.

ცნობისთვის, საქმეს ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი განიხილავს.

საქმეზე ბოლო სხდომა 4 მაისს, 14:00 საათზე განახლდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა