logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე გადაისინჯება, ერთი მსჯავრდებული კი გამართლდა
პროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე გადაისინჯება, ერთი მსჯავრდებული კი გამართლდა
13:04 03.05.2018
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიტპატიმარ სიმონ წურიაშვილის საქმე გადაისინჯება, მასთან ერთად განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მოქალაქე კორნელი კუკულაძის მიმართაც იქნა მიღებული, ხოლო ერთი მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილი მორიგი დანაშაულებრივი ფაქტების შედეგად დადგენილია: სიმონ წურიაშვილი, როგორც ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი პოლიტიკური მოძრაობის წევრი, აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 2007-2008 წლებში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, რა დროსაც საკუთარი ავტომანქანით გადაჰყავდა პარტიის აქტივისტები.

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების და პოლიტიკური პროცესებიდან მისი ჩამოცილების მიზნით, სამართალდამცავების მიერ დაიგეგმა გამოგონილი ბრალდებით სიმონ წურიაშვილის დაკავება.

2008 წლის 25 ნოემბერს სიმონ წურიაშვილი სიძესთან და მეზობელთან ერთად საკუთარი ავტომანქანით გორის რაიონის სოფელ ფხვენისიდან გადაადგილდებოდა ქ. გორის მიმართულებით, რა დროსაც იგი შეაჩერეს სამართალდამცველებმა, ავტომანქანაში ჩაუდეს ორი ცალი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და დააკავეს უკანონოდ. სიმონ წურიაშვილის ბრალდების დამძიმების და მის მიმართ ხელოვნურად მტკიცებულებების შექმნის მიზნით, საბრძოლო ვაზნები ასევე ამოიღეს სოფელ ფხვენისში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდანაც.

2009 წლის იანვარში, სიმონ წურიაშვილის მიმართ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე, დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიესაჯა 8 წლით და 5 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ მან დატოვა საპატიმრო დაწესებულება.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა მსჯავრდებულის გამამართლებელი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, დაიკითხნენ ფაქტის შემსწრე თვითმხილველი ახალი მოწმეები, რომლებიც საუბრობენ სიმონ წურიაშვილის უდანაშაულობის და სამართალდამცავების მიერ საბრძოლო მასალის ,,ჩადების“ თაობაზე. აქედან გამომდინარე, პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით.

განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება ასევე მიღებულ იქნა მოქალაქე კორნელი კუკულაძის მიმართაც.

2001 წლიდან მოყოლებული კორნელი კუკულაძე მის მიერ დაფუძნებული კომპანიის მეშვეობით სრულიად კანონიერად ფლობდა და განკარგავდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში არსებულ 19,5 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც მას გადაცემული ჰქონდა პანსიონატის მშენებლობის მიზნით.

2006 წელს, აღნიშნული ქონება ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც კორნელი კუკულაძის მიმართ დაიწყო ზეწოლა ქონების დათმობის მიზნით. იგი თაღლითობის ბრალდებით, თითქოსდა მიწის ნაკვეთი მოტყუებით ჰქონდა ხელში ჩაგდებული, მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად სამართალდამცავების მოთხოვნით კორნელი კუკულაძემ უსასყიდლოდ დათმო მის საკუთრებაში არსებული ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში მდებარე 6 ჰა მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.

ახალი გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა კორნელი კუკულაძის მიერ ქონების კანონიერად ფლობის და სამართალდამცავ ორგანოში ზეწოლის განხორციელების ფაქტები, რაზედაც მიუთითებენ საქმეზე დაკითხული მოწმეები. აქედან გამომდინარე, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს კორნელი კუკულაძის განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართავს, რომელიც გარდაცვლილია და მის ნაცვლად პროცესში მონაწილეობას დაზარალებულის უფლებამონაცვლე - შვილი ვახტანგ კუკულაძე მიიღებს.

გარდა ამისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ მოქალაქე გიორგი ონიანი გაამართლა.

მოქალაქე გიორგი ონიანი 2011 წელს გასამართლდა მიწის ნაკვეთის თაღლითურად ხელში ჩაგდების ფაქტზე, რომლის თანახმადაც 2005 წელს, გამგეობაშიწარდგენილი ყალბი დოკუმენტების და ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე, მან საკუთრებაში დაირეგისტრირა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისშიმდებარე 228,38 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი.

სინამდვილეში, ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ონიანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 2011 წელსხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. ქონების ჩამორთმევის მიზნით, თითქოსდა ამ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზესამართალდამცავებმა დააკავეს გიორგი ონიანი და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ კუთვნილი 228,38 ჰა-დან უკანონოდ დაათმობინეს 120 ჰაფართობის მიწის ნაკვეთი.

ახალი გამოძიების პირობებში დეპარტამენტის მიერ მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გაიზიარა სასამართლომ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებული სრულად გაამართლა ბრალდებაში“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა