logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
112-ის ხელმძღვანელებმა ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
112-ის ხელმძღვანელებმა ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს
12:50 03.05.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორი ნიკა გელაშვილი, მოადგილესთან - მაია გიორგაძესთან ერთად, ევროპის საგანგებო ნომრის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენცია სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გაიმართა.
კონფერენციაზე საქართველო მიწვეული იყო, როგორც ერთ-ერთი სპიკერი ქვეყანა. „112“-ის დირექტორის მოადგილემ, მაია გიორგაძემ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა პროექტი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სამედიცინო ბრიგადების დისპეტჩერიზაციის ოპტიმიზაცია“.
პროექტის ფარგლებში, შემუშავდება პროგრამა, რომელიც შემოსული ზარის საფუძველზე მოახდენს ინციდენტის რისკისა და სიმძიმის შეფასებას, დაადგენს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას, გამოთვლის სამედიცინო ბრიგადის შემთხვევის ადგილზე დაყოვნების სავარაუდო დროს, განახორციელებს სწრაფ და ეფექტურ დისპეტჩერიზაციას. პროგრამის დანერგვის შედეგად შემცირდება სამედიცინო ბრიგადების ლოდინის დრო და გაიზრდება მათი მუშაობის ხარისხი.
კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სხვადასხვა ქვეყანაში, გადაუდებელი დახმარების სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვას და რეკომენდაციების გაზიარებას.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაცია“ (EENA-European Emergency Number Association) 1999 წელს, ქალაქ ბრიუსელში შეიქმნა. ასოციაციის მიზანია გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - 112-ის დანერგვა ევროპის მასშტაბით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა.
საქართველო ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი 2013 წლის 3 სექტემბერს გახდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა